"ელ კლასიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში? უეფამ კენჭისყრა გამართა

AutoSharing Option
დღეს, 10 ივლისს, უეფას შტაბბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის 1/4-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

1/4-ფინალის კენჭისყრის შედეგები კი ასე გამოიყურება:


1. "რეალი" / "მანჩესტერ სიტი" - "ლიონი" / "იუვენტუსი"

2. "ლაიპციგი" - "ატლეტიკო"

3. "ნაპოლი" / "ბარსელონა" - "ჩელსი" / "ბაიერნი"

4. "ატალანტა" - პსჟ


ნახევარფინალური წყვილები კი ასე განაწილდა: 1-ელ წყვილში გამარჯვებული შეხვდება მე-3 წყვილში გამარჯვებულს, ხოლო მე-2 წყვილში მოგებული მე-4 წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა მარტში შეჩერდა და უეფამ ტურნირის აგვისტოში ჩამთავრების შესახებ
მიიღო განაწყვეტილება. შეჯიბრება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დამთავრდება და წყვილებში გამარჯვებულის ბედს 1-მატჩიანი დაპირისპირება გადაწყვეტს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გუნდი რომ აინტრახტთან 5-0 წააგებს ის გუნდი ფავორიტია ლიგის? რა ბაიერნი რის ბაიერნი გულით მინდა პსჟ_ს შეხვდეს, დორტმუნდის გზას გაუყენოს.
6
სიტი ესეთი დამანგრეველი გუნდია ყველას უგებს და ნელ ნელა უფრო და უფრო ძლიერდება პსჟ_ს მსგავსად, მითუმეტეს რეალისთვის უკვე მოგებული აქვთ პირველი თამაში და ესე ცუდად რომ უყურებთ სიტის ცოტა გასაკვირია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული