გადაურჩება "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას? - ვარანი ოპტიმისტობს

AutoSharing Option
"რეალმა" პრიმერა დამაჯერებლად კი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება, რამეთუ "მანჩესტერ სიტისთან" პირველი 1/8-ფინალური მატჩი სახლში 1:2 წააგო. განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს ჩატარდება და კორონავირუსის გამო "ეტიჰადზე" მაყურებლები არ დაიშვებიან, ანუ პეპ გვარდიოლას გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა. მომავალი შეხვედრის შესახებ "ბლანკოსის" მცველმა რაფაელ ვარანმა ისაუბრა.

"თვითდაჯერებულობა მოგვემატა. "რეალს" ყველაფერი შეუძლია. სიტუაციის მიუხედავად, იმედი ყოველთვის რჩება. რთული მატჩი იქნება. მოედანზე მოგების გაათმაგებული სურვილით გავალთ. როდესაც ამ გუნდის მაისურათი თამაშობ, საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებ.

ჩვენს გულშემტკივრებთან ვალდებულება
გვაკავშირებს. შედეგს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ზიდანს შეუძლებლის შესაძლებლად გაკეთების უნიკალური ნიჭი გააჩნია. მისი კარიერა განსაკუთრებულია. ყველასათვის შთაგონების გასაოცარი წყაროა, ფეხბურთელის სული მუდამ მასთანაა.

ზიდანს ძალიან ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ვარჯიშებზე ხშირად გვეხუმრება", - ციტირებს ვარანს "პარიზიენი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
დანიშნავენ ამ შეხვედრის მსაჯად ჩექირს და დამთავრდება ყველაფერი კარგად რეალისათვის.
ოთო
24 ივლისი 2020 16:43
4
გვარდიოლა გასრისავს...
დობო
22 ივლისი 2020 09:39
9
რას კაცო??
რჯგინი
23 ივლისი 2020 04:09
0
დღესდღეობით სულ სამი გუნდია ფორმაში. ატალანტა, რეალი და მილანი. ... ადგილებიც ჩამოთვლის მიხედვით. პირველი, მეორე, მესამე. დანარჩენები მომაკვდავ ლომებს გვანან....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ივლისი 2020 05:11
5
და ბაიერნი ?
ლაშა
22 ივლისი 2020 14:43
0
ვაი, ვაი, ბარსას ფანებო, აქაც დამარცხდით:)))
emigranti
22 ივლისი 2020 00:58
8
"თვითდაჯერებულობა მოგვემატა. "რეალს" ყველაფერი შეუძლია. სიტუაციის მიუხედავად" შეუძლია, გავარდნაც თავისუფლად შეუძლია, აბა ჰე
ტიპი
22 ივლისი 2020 00:36
2
ასეთი ბოღმები სად იბადებით
რეალისტი
21 ივლისი 2020 23:49
1
რა ვერ დაიბრიდა ეს ბებერი მაფიოზი რა. ბოლო წლები რეალის საქმეებს ეგ ჩმახავს და ამაზე ფაქტები მეტყველებს. მაგრამ ახლა სიტი მთელი შემართებით იქნება და იქნებ ლიგა მოიგოს რა. მაგრად გამისწორდება
1234
21 ივლისი 2020 22:37
22
ვაა, შენ შეიხები უფრო გევასება ???
5678
21 ივლისი 2020 23:37
0
წარმატება სიტის! იმედია ვარი,მსაჯები და დამპალი პერესის დოლარები არ ათამაშდებიან, როგორც ყოველთვის.
გური
21 ივლისი 2020 22:12
27
რა დღეში გაქვს ნერვები ბიჭო :):):)
sormona
25 ივლისი 2020 16:18
0
საფეხბურთო სამყაროში ერთადერთი გუნდი მეზიზღება ეს არის რეალი, თავისი ბინძური მაქინაციებით და მელა პერესებით. ისე, რომ შენთვის დაიტოვე შენი ვარრეალი.
გური. ვარივარი რეალის ფანს
22 ივლისი 2020 09:29
10
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული