სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
აშკარა იყო ბავარია გავიდოდა,მაგრამ 8:2 :) მაეთლა საფეხბურთო გაკვეთილი ქვია ამას.
გოგა
15 აგვისტო 2020 09:59
1
ბარსას ფილოსოფიამ რომ მესიზე ააგონ თამაში კიდევ ერთხელ სრული კრახი განიცადა.იმიტომ რომ მესი არ არის არც პელე და არც მარადონა და თუნდაც არც კრიშტიანო.პრინციპულ თამაშებში ნამდვილი კურდღელი ხდება.
ამაშია საქმე
15 აგვისტო 2020 09:42
16
არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.

რას პროვოკატორობთ!!! რონალდო რა შუაშია აქ?
არდილეს
15 აგვისტო 2020 09:33
8
ბარსას ფიასკოზეა სტატია და რონალდო რატომ ჩაჩხირეს-თქო? რომ ხალხმა დაჭამოს ერთმანეთი?
არდილეს
15 აგვისტო 2020 13:08
1
8 ბურთი გაუშვეს, მეგობარო, 8 ბურთ!!! მესი კარში ვერ ჩადგებოდა და ვერც დაცვაში ითამაშებდა! ბარსელონა არის სულიერად, მორალურად და ფიზიკურად გამოფიტული, ეს არის სულ!
aburjga
15 აგვისტო 2020 11:27
2
სულ 20-ით 2-ით, რომც წაეგოთ მე ყოველთვის ვრჩები ბარსას და მესის ერთგული გულშემატკივარი. არა უშავს ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ტრადიციულად ჩემს ბარსას და მესის ვუსურვებ, გამოსულიყვნენ ამ მდგომარეობიდან და იმედია ახალი ნორმალური მწვრთნელის ხელში ისევ გაგვახარებენ.
ნონა
15 აგვისტო 2020 09:10
7
ნონა ნეტავი შენნაირი ობიექტური ყველა გულშემატკივარი იყოს. ყოჩაღ ნამდვილი ქომაგი ხარ.
ნონას
15 აგვისტო 2020 10:17
2
მე4 ედ ფინალის მერე აღარ ითამაშონ ხოლმე,რას ერჩიან ფანებს ნეტა!?დიდ ანგარიშებს მიეჩვიენ უკვე და მიჩვეულის გადაჩვევა ძნელია!!!
romi
15 აგვისტო 2020 09:03
0
Mesi aris msoflios udidesi fexburteli,rac ki unaxavs aqamomde msoflios.is rom damarcxda dges da ganadgurda barselona arafers cvlis.arafers cvlis isic rom tundac dgevandeli mesi ar aris tundac 5-15 wlis winandeli.ubralod misi kariera xom logikuri dasasrulisken midis asakisa da gamo. egre lomi cxovelta mefea,magram yvela bolos aftrebis lukma xdeba.
P.s. 1986 wlidan gaxlavart germaniis gulshematkivari.cota ufro dagvianebit baiernis. Maradonac minaxavs.magram mesi ufro didia mainc.aseti didi drois periodis manzilze mxolod pele idga safexburto olimpze.
Chemi pativiscema yvelas vinc tavisi komentari da raginda gansxvavebuli azri gamotqva.

KOTE
KOTE
15 აგვისტო 2020 08:57
10
გია,1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,მარადონამ ,ხოლოდ ბრაზილიასთან მიღებული წითელი ბარათით გამოიჩინა თავი.მეტოქის ბარძაყს,პირდაპირ გაშლილი ფეხი რომ ჩააზილა.1990 წელს,ნარკოტიკების დახმარებით და ბრაზილიელი ფეხბურთელისათვის ტრანკვილიზატორის შეპარებით(უშუალოდ თვითონ არა,მაგრამ იცოდა ამის შესახებ) მიაღწია ფინალამდე.ამით მარადონას ოსტატობას კი არ ვამცირებ,უბრალოდ ავღნიშნავ,რომ ყველას აქვს ჩავარდნის მომენტები.თანაც ამ თამაშში,ბარსამ ორი გოლი გაიტანა და მეოთხედფინალში 2 გოლის გატანა,ნორმალურ გუნდს,კი უნდა ეყოს.დაცვა ვერ უძლებდა ვერავითარ კრიტიკას და ბურთი ვერ მიჰქონდათ მესიმდე.გუნდს არავითარი გეგმა არ ჰქონდა,მაღალი პრესინგიდან გამოსასვლელად და ეს იყო კატასტროფის მიზეზი.გეგმა კი,მწვრთნელმა უნდა შეადგინოს.ქვას, სხვის ბოსტანში ისვრი და არა დამნაშავის მიმართულებით.კი,მესიც არ არის ფორმაში,არც განწყობაზე,მაგრამ რა განწყობა უნდა ჰქონოდა,როცა გუნდის პრეზიდენტი,მას და გუნდის სხვა ლიდერებს,თვითონ უწყობდა ინტრიგებს და ტროლების საშუალებით,სწამლავდა ინტერნეტში,ცრუ ინფორმაციების გამოქვეყნებით.კლუბის პრეზიდენტი დაამცირე,რადგან გუნდი სწორედ მან მოშალა და სეტიენიც მან მოიყვანა.ან რამდენი წელია,ნორმალური და გუნდისათვის რეალურად საჭირო ფეხბურთელი არ უყიდია.სუარესის შემდეგ,მგონი არავინ.ყიდულობენ ფეხბურთელს ისე,რომ წინასწარ არ იციან,სად გამოიყენებენ.კოუტინიო და გრიზმანი,ამისი მაგალითებია.ამდენი წელი დააკარგვინა,ორივე, ძალიან მაგარ ფეხბურთელს.
სოსო
15 აგვისტო 2020 12:47
2
კოტე ვერ ვიტან როცა მიზეზად ასაკს ასახელებენ, ასე ლევანდოვსკიც მალე 21-ში 33-ის ხდება, მაგრამ კი ვხედავთ რა ფორმაშია. უბრალოდ მესის არ უმართლებს ამ ბართომეუს (უფრო ამ აჩკარიკას გამო) და სეტიენის გამო რომლებმმაც დაანგრიეს ბარსა. რა ქნას მარტომ მესიმ, ლევანდოვსკის მაგარი პარტნიორები უმაგრებენ ზურგს და მესის? მესის ნორმალური დალაგებული სიტუაცია ქონდეს გუნდში და პეპი ყავდეს მწვრთნელად კი ვიცი როგორ დაბრდღნიდა ყველას, მაგრამ ეხლა უბრალოდ მენანება ესეთი დონის ვარსკვლავი.
კოტეს
15 აგვისტო 2020 11:13
4
ყველა გამოხმაურება
კომენტარებში ჩანს რამდენი ჰყოლია გამწარებული მესის თავის დროზე. რამდენი ბოღმა ინთხევა :-) დრონი მეფობენ და არა მეფენი
სამწუხაროდ
15 აგვისტო 2020 08:30
8
ბოღმა არა კვატი. მარადონას რომ ადარებთ, ეგ იმის ბრალია. ყველაფერთან ერთად დიეგო ლიდერი იყო მოედანზე- ჩხუბობდა, თანაგუნდელებს უკიჟინებდა, მესი კი, მესიიიიიიიიიი გაიღვიძე
რაულ გონსალეს ბლსნკო
15 აგვისტო 2020 12:50
1
Bolo 14 aramgonia, bolo 15 unda ikos
Milani
15 აგვისტო 2020 08:30
0
მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე (თამამად ვიტყვი, რომ ქინქის თაობის ჩვენი ნაკრებით დავიწყე!), საქართველოს ნაკრების, დინამო თბილისის და ზოგადად ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ვინმემ რო გალანძღოს ჩემს თვალწინ შეიძლება მოვკლა!!! ვინაიდან და რადგანაც (ძალიან სამწუხაროა და იმედია ესეც მალე მოხდება), ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ქართული კლუბები თუ ნაკრები ვეღარ ხვდებიან, მომიწია სხვა გუნდებიც შემყვარებოდა და მილანი და იტალიის ნაკრები გახლავან ესენი. 2005 წლის სტამბულის ფინალის მერე დეპრესია და სირცხვილი აირია ჩემში და 3 დღე გარეთ არ გამოვდიოდი, რათა მეგობრებს არ დაეცინათ და ჭკუიდან არ გადავსულიყავი!!! დღეს კი მესიზე ესოდენ შეყვარებული საზოგადოებავ (ქინქის ფრჩხილადაც კი არ მიღირს, მიუხედავად იმისა, რომ რონალდუსთან ერთად ეპოქა შექმნა!!!), რომელთა უმეტესობას ფეხბურთი სხვისი მოყოლით "გიყვართ", ცოტა ხნით რომ იყუჩოთ არა?!!! ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ!!! P.S. ჩვენი ვიდარდოთ ხალხო!! ჩვენი ცუდი გვერჩივნოს სხვის კარგს!!! ქართული კლუბები დღე დღეზე ჩაერთვებიან ევროტურნირებში და ოქტომბერიც მალე მოვა!!!
გიგა
15 აგვისტო 2020 08:10
3
ეეჰ,ჩემო გიგა,არც მანდ მაქვს კარგი წინათგრძნობა.არც ერთი ქართული გუნდი არ არის მზად,ევროტურნირებისათვის.ღმერთმა ქნას,შევცდე.
სოსო
15 აგვისტო 2020 13:05
1
ერთ ფეხბურთელს არ მოუგია ეს მატჩი და ვერც მესი მოიგებს მარტო ყველაფერს!!!
ლეო
15 აგვისტო 2020 07:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული