სრული და უპირობო კაპიტულაცია - "ბარსელონა"-"ბაიერნი" 2:8! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა.

ამ მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ბევრმა წინასწარ ფინალად მიიჩნია და საინტერესო იყო, რა სტრატეგიულ გეგმასა და ტაქტიკას აირჩევდნენ გუნდების მწვრთნელები და რამდენად გამართლდებოდა ბავარიელთა ოპტიმიზმი.

"ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა ჩვეული გახლდათ, ხოლო "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ბუსკეტსი და ვიდალი დააყენა, ხოლო გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. აშკარაა, მან ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა.

"რეკორდმაისტერი" დებიუტში ლევანდოვსკის პასით მიულერმა დააწინაურა, თუმცა სულ მალე ალბას ჩაწოდებული ბურთი ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში
გათანაბრდა. ცოტა ხანში სემედომ სუარესი ნოიერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გოლის გატანა არ დაანება, ხოლო შემდეგ მესიმ ბურთი ძელს გაარტყა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული გამოვიდა.

მერე ცხრაწუთიან მონაკვეთში პერიშიჩმა, გნაბრიმ და მიულერმა დალაშქრეს "ბარსას" კარი და მატჩის ბედიც ფაქტიურად ნახევარ საათში გადაწყდა. კატალონიური გუნდის მეკარე და დაცვა შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ - "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი პირველ ტაიმში პირველად გაუშვა.

მეორე ტაიმში სეტიენმა რობერტო გრიზმანით შეცვალა, სუარესმა კი ბოატენგი მოატყუა და ანგარიში შეამცირა. თითქოს "ბარსას" რაღაც მიზერული შანსი გაუჩნდა, მაგრამ დევისმა ფლანგზე სემედო გააბითურა და კიმიჰს მეხუთე გოლი გაატანინა. ბოლოს ლევანდოვსკიმაც გაიტანა, "ბარსელონადან" განათხოვრებულმა კოუტინიომ დუბლი შეასრულა და კატალონიურ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.


- "ბაიერნი" ნახევარფინალში ბოლო 9 წელიწადში მეშვიდედ გავიდა.
- "ბაიერნმა" მიმდინარე ტურნირზე 39 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
- მიუნხენურმა გუნდმა პლეი-ოფში პირველად გაიტანა 8 გოლი.
- "ბაიერნმა" სეზონში 155 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორი მიულერი დაასახელეს.
- არც მესი და არც რონალდო ნახევარფინალში არ ითამაშებენ, ეს უკანასკნელად 14 წლის წინ მოხდა.
- არც ერთი ესპანური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ვერ გავიდა ნახევარფინალში - იქამდე ხუთჯერ ფინალში ითამაშეს.
- მესი მიჯრით მეხუთე სეზონში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.
- "ბარსელონამ" ტურნირზე ერთ შეხვედრაში 8 გოლი პირველად გაუშვა.
- ყველა ტურნირზე "ბარსამ" ბოლოს 8 გოლი 1946 წელს გაუშვა - "სევილიასთან" თასზე (0:8).

ლისაბონი. "და ლუში"
ბარსელონა - ბაიერნი 2:8
გოლები: 0:1 მიულერი (4), 1:1 ალაბა (7, საკ. კარში), 1:2 პერიშიჩი (22), 1:3 გნაბრი (27), 1:4 მიულერი (31), 2:4 სუარესი (57), 2:5 კიმიჰი (63), 2:6 ლევანდოვსკი (82), 2:7 კოუტინიო (84), 2:8 კოუტინიო (89)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი (ფატი 70), დე იონგი, რობერტო (გრიზმანი 46), ვიდალი, მესი, სუარესი

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 76), ალაბა, დევისი, გორეცკა (ტოლისო 83), ტიაგო, გნაბრი (კოუტინიო 75), მიულერი, პერიშიჩი (კომანი 67), ლევანდოვსკი

მკითხველის კომენტარები / 81 /
ესეთი სამარცხვინო ანგარიშით წაგება არ ეკადრება ბარსელონას ბარსელონაა რაც არ უნდა იყოს ეს ისეთი ანგარიშია ისტორიას რომ რჩება და დიდხანს გვემახსოვრება
zura
15 აგვისტო 2020 13:00
1
ისტორიაში"საუკეთესო"ფეხბურთელს 5 წელია მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია მხოლოდ უსინდისოდ,დაუმსახურებლად ოქროს ბურთი იყიდა.
სამართალმა პური ჭამა
15 აგვისტო 2020 11:43
5
შენ თანხაც გეცოდინება და გაგვიმხილე! მე ექიმს გიშოვი კარგს
დავით67
15 აგვისტო 2020 20:36
0
მომილოცია ახალი წელი
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
15 აგვისტო 2020 01:09
8
აღარ უნდათ თამაში თუ რა უბედურებაა, რა ჭირთ!!
Barsa
15 აგვისტო 2020 01:08
8
ნამდვილი გულშემატკივრობა მე ასე მესმის, გუნდს უჭირს? მხარში უნდა დაუდგე და არ უნდა ლანძღო. ეს ერთი მეორე, არასოდეს მახსოვს მე და რამოდენიმე ჩემმა ძმაკაცმა ვისაც ნამდვილად გვიყვარს ფეხბურთი, მოწინააღმდეგის გუნდი წაგების მერე ვაგინოთ და ვლანძღოთ. ბარსას ქომაგი ვარ და რასაკვირველია ამ წაგებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ არ მივდივარ იმ დონემდე,რომ დავიწყო ეს ფეხბურთელი წავიდეს, ის ფეხბურთელი სკამზე დაჯდეს, ერთადერთი ვინც უნდა დატოვონ თანამდებობა ესენი არიან ბართომეუ და სეტიენი და კიდევ რამოდენიმემ შტაბიდან. მერე ვკითხულობ კომენტარებს ისეთების ვისაც ბარსას წაგება ყოველთვის უხარიათ და ისეთი სიტყვებით ილანძღებიან განსაკუთრებით ლეო მესის წინააღმდეგ, რომ ვფიქრობ ამ ხალხს საერთოდ ფეხბურთი უყვართ?! ასე, რომ გიხარიათ შეიძლება შემდეგში თქვენს გუნდს დაემართოს იგივე და რა ვქნათ ჩვენც ვიხაროთ?
ბარსა გელა
15 აგვისტო 2020 12:58
1
არ არიან გელა.უბრალოდ თავს ფანებს ეძახიან და კარგი ფეხბურთი კი არ აინტერესებთ,არამედ ვიღაცაზე გულში დაგროვილი აგრესიის,სიძულვილის გადმონთხევა.ეს ვიღაცა შესაძლოა მეტოქის გუნდიც აღმოჩნდეს,მისი ფანიც,კონკრეტული ფეხბურთელიც და შესაძლოა ისინიც,ვითომ ვისი ფანიცაა.ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ და გამოვცადეთ.გულშემატკივრობასაც სწავლა უნდა,მაგრამ მასწავლებელი სკოლაშიც აღარ უნდათ და სტადიონზე რაღა სალაპარაკოა.წაიკითხავენ და ბევრს არ მოეწონება,მაგრამ იქნებ დაფიქრდნენ.ეგეც საქმეა.ევროთასები მოახლოვდა და ჩვენი გუნდები,აშკარაა,რომ სათანადოდ ვერ არიან მომზადებული.ახლა სჭირდებათ გულშემატკივრობა და გვერდით დგომა ქართულ კლუბებს,რომ თბილისში მოთამაშე გუნდებს მაინც, გარედან მივაწვდინოთ ხმა,ან რამენაირად გამოვხატოთ მხარდაჭერა.შარშანდელივით განკითხვის დღე თუ მოვუწყვეთ,საკულაოდ,კიდევ უფრო სუსტი გუნდები გვეყოლება.მაშინაც ასე ვფიქრობდი და არც ახლა შემცვლია აზრი,რომ საბურთალოზე გულშემატკივრის ასეთმა აგრესიამ გამოიწვია,უშუალოდ ევროთასების წინ,ქართული გუნდებიდან ლიდერების წასვლა და გუნდების კიდევ უფრო დასუსტება.მათ ძალიან კარგად იციან,რომ ჩვენი გუნდები,ძალიან შორს ვერ გავლენ და დამარცხებისათვის რა ლანძღვა გინებაც ელოდებათ.ამიტომ არჩიეს დროზე გაცლა.მათი კარგად მესმის.
სოსო
15 აგვისტო 2020 13:30
1
ნამდვილო გულშემატკივარო! ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ეხლა მთავარია გუნდს გვერდში დავუდგეთ და გავამხნევოთ. და ისეთ ვაი გულშემატკივრებს კი ვურჩევ ისწავლონ გელასაგან თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული ქომაგი. გაუმარჯოს კატალონიას და ბარსას!
ბარსა გელას
15 აგვისტო 2020 13:21
6
მე4 ედ ფინალის მერე აღარ ითამაშონ ხოლმე,რას ერჩიან ფანებს ნეტა!?დიდ ანგარიშებს მიეჩვიენ უკვე და მიჩვეულის გადაჩვევა ძნელია!!!
romi
15 აგვისტო 2020 09:03
0
ბარსელონას არ წაუგია, ბარსელონა გაყიდეს. ბარსელონა არ დამხობილა, ბარსელონა დაანგრიეს და გაყიდეს. ეს ყველაფერი მიზანმიმართული ქმედება, არაფერი არ ყოფილა მოულოდნელი. დღეს ბარსელონას მოუგეს 8-2, მაგრამ ბარსელონა არის უფრო დიდი გუნდი. პსჟს 5-1 რომ ამოუქაჩა ის უფრო ძნელია, ეს დღეს იყო თამაში. გაწირულ ბარსელონას არღვევ და სანერვიულო არაფერი გაქვს, მაგრამ ის მერვე გოლიც ბარსელონას აღზრდილმა იუდამ იკისრა.
Stringeri.
15 აგვისტო 2020 02:02
52
Stringeri-ს. დღეს ერთმა ბარსას ფანმა მითხრა. რა ცუდია რომ ერთი მატჩია ეხლა ლიგაზეო, ორი რომ ყოფილიყო კამპ მოუზე 9-2 მოვუგებდითო. თანაც სერიოზულად ამბობდა. ესე მოგდის შენ))
დავით67
15 აგვისტო 2020 02:44
1
დავით 67 _ არავითარი. არავითარ 9-2 ს არ ველოდებოდი ვიცოდი ეგ ყველაფერი. წლებია ანგრევენ ბარსას ყველაფერი აკეთეს მაგის მაქამდე მოსაყვანად. ყველა ხედავდით, და ყველამ მშვენივრად იცით რომ ეგრეა. არავის არაფერი არ მოსდის , და ვის რა მოუვა მაგას დაინახავთ
Stringeri.
15 აგვისტო 2020 06:59
4
მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე (თამამად ვიტყვი, რომ ქინქის თაობის ჩვენი ნაკრებით დავიწყე!), საქართველოს ნაკრების, დინამო თბილისის და ზოგადად ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ვინმემ რო გალანძღოს ჩემს თვალწინ შეიძლება მოვკლა!!! ვინაიდან და რადგანაც (ძალიან სამწუხაროა და იმედია ესეც მალე მოხდება), ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ქართული კლუბები თუ ნაკრები ვეღარ ხვდებიან, მომიწია სხვა გუნდებიც შემყვარებოდა და მილანი და იტალიის ნაკრები გახლავან ესენი. 2005 წლის სტამბულის ფინალის მერე დეპრესია და სირცხვილი აირია ჩემში და 3 დღე გარეთ არ გამოვდიოდი, რათა მეგობრებს არ დაეცინათ და ჭკუიდან არ გადავსულიყავი!!! დღეს კი მესიზე ესოდენ შეყვარებული საზოგადოებავ (ქინქის ფრჩხილადაც კი არ მიღირს, მიუხედავად იმისა, რომ რონალდუსთან ერთად ეპოქა შექმნა!!!), რომელთა უმეტესობას ფეხბურთი სხვისი მოყოლით "გიყვართ", ცოტა ხნით რომ იყუჩოთ არა?!!! ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ!!! P.S. ჩვენი ვიდარდოთ ხალხო!! ჩვენი ცუდი გვერჩივნოს სხვის კარგს!!! ქართული კლუბები დღე დღეზე ჩაერთვებიან ევროტურნირებში და ოქტომბერიც მალე მოვა!!!
გიგა
15 აგვისტო 2020 08:10
3
ეეჰ,ჩემო გიგა,არც მანდ მაქვს კარგი წინათგრძნობა.არც ერთი ქართული გუნდი არ არის მზად,ევროტურნირებისათვის.ღმერთმა ქნას,შევცდე.
სოსო
15 აგვისტო 2020 13:05
1
მესი და სუარესი დიდი ფეხბურთელები არიან უდაოდ, მაგრამ ამ თამაშში იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი რომლსაც არც ერთი მათგანი არ ასრულებდა. "ბაიერნის" შეტევებისას ეს ფეხბურთელები უკან არ იწევდნენ და "ბარსას" პრესინგში ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ, ამის გამო ხშირად გამოდიოდა ისე რომ "ბარსელონა" სათამაშო მოედნის 8 ფეხბურთელით თამაშობდა დაცვისას ათის წინააღმდეგ. ძნელია მსოფლიო დონის ვარსკვლავებს და მით უფრო ფეხბურთის გენიას მოსთხოვო შავი სამუშაოს შესრულება, მაგრამ სხვაგვარად აღარ გამოდის თანამედროვე ფეხბურთში. შედეგიც სახეზეა.
ირაკლი
17 აგვისტო 2020 17:59
0
Mtavariia ar aichres exla baierni, radgan siti barselonasavit armiscems amdenis uflebas.
Miilani
15 აგვისტო 2020 16:39
4

სიახლეები პოპულარული