სეტიენი: დამამცირებლად დავმარცხდით - პიკე რაღაცაში მართალია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"ეს დაუჯერებლად მტკივნეული წაგებაა. დამამცირებელი დამარცხება. ძალიან ბევრი გოლი გავიდა. "ბაიერნი" ძალიან ეფექტური იყო და უბრალოდ დაგვჯაბნა.

ახლა ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, გავაგრძელებ მუშაობას თუ არა. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ მარცხის გათვალისწინებით სიტუაციის გააზრებაა საჭირო.

პიკეს ნათქვამს არ ჩავუღრმავდები. მე აქ 6 თუ 8 თვეა რაც ვარ, მაგრამ ის რაღაცაში მართალია. ახლა ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ და მხოლოდ დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია", - ციტირებს სეტიენს El
Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთელს რომ უშვებ იჯარით ხელშეკრულებაში ის მაინც ჩაწერე რომ შენ წინააღმდეგ არ ქონდეს თამაშის უფლება, ხო დამთავრდებოდა ეს თამაში 5:2 (ეს ანგარიში შედარებით ნაკლებად სამარცხვინოა)
maroko
15 აგვისტო 2020 15:05
2
თუ ვინმე უნდა წავიდეს გუნდიდან ეს მესიმ უნდა გააკეთოს პირველმა თუ მართლა უყვარს ეს გუნდი და აცალოს გუნდური თამაში ისწავლოს კლუბმა და არა ერთ მოთამაშეზე
Xaaa
15 აგვისტო 2020 14:01
6
ბავარიამ დაგვჯაბნაო.თავის თავს,ბარსელონას ნაწილად თვლის.რა ვიცი,რაც ბარსაშია,მაგას ხელფასის აღების და პრესკონფერენციებზე სისულელეების ლაპარაკის გარდა,არაფერი გაუკეთებია და თუ რამე გააკეთა,ისიც უარესობისთვის გამოვიდა.ვნახოთ რას მეტყვიანო,წუხელ კაცი რომ მაგას იტყვის,მაგის იქით რაღაა,უკვე აღარ ვიცი.ალბათ მართლაც ძროხებში უნდა გაუშვან,მწყემსად.
სოსო
15 აგვისტო 2020 12:54
4
ჯამბაზიც კი ამაზე ღირსეულია
Haaland
15 აგვისტო 2020 11:04
6
სეტნიენ არ მიიტანო გულთან ახლოს, შენ კიარა პრეზიდენტსაც კიდია, ჯერ სად ხარ კიდე გვახალისებ :):):):):):)
ზურა
15 აგვისტო 2020 10:06
3
წადი შენს ფერმაში და ძროხებს მიხედე. ბარსაში, რომ მოხვედი აი მაშინ შეგეშალა მისამართი, რაშიც მაგრად შეგიწყო ხელი ამ დამპალმა ბართომეუმ.
გია
15 აგვისტო 2020 07:46
5
სასწრაფოდ გამოსაძიებელია წუხანდელი თამაში. ვინ ვისი კავშირია და ვის აწყობდა ბარსას ეს უბედურება, ამის დადგენა და გამოძიება მხოლოდ ნ.გ-ს და ე.კ-ს შეუძლია. ჩართეთ ეს ქართველი გამომძიებელ-ჟურნალისტები საქმეში და სიმართლეს 2 დღეში გამოამზეურებენ. სასწრაფოდ!!!
ნ.მ
15 აგვისტო 2020 05:42
11
ამ მატჩის შემდეგ კიდევ დარჩენა გინდა? შენს ადგილას ბარსას მწვრთნელობას კი არა საერთოდ ფეხბურთს აღარ ვუყურებდი.
დავით 67
15 აგვისტო 2020 03:02
3

სიახლეები პოპულარული