დე ბრუინი "ლიონთან" ნამატჩევს: სახლში მეუღლესთან მიმეჩქარება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლიონთან" 1:3 დამარცხება "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შემდეგნაირად ახსნა.

"ახალი სეზონი, შედეგი - ძველი (გასულ სეზონში "სიტი" მეოთხედფინალიდან "ტოტენჰემმა" გამოაგდო). პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მართლაც კარგად ვმოქმედებდით. ანგარიში გავათანაბრეთ და რამდენიმე მომენტი გვქონდა. შემდეგ კი ანგარიში 1:2 და 1:3 გახდა.

სტერლინგს რომ გაეტანა, ანგარიში 2:2 გახდებოდა, მაგრამ მათ გაიტანეს და ყველაფერი დასრულდა.

სახლში მეუღლე მელოდება და მეჩქარება. რაღაც მჭირდება, რასაც გულს გადავაყოლებ", - განუცხადა დე ბრუინმა BT Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული