მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სასურველი მოწინააღმდეგე დაასახელა

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე საუბრობს, თუ ვის ისურვებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"კვირას მთლიანად დავიხარჯები. ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფინალში კი ვისურვებდი, რომ "ლიონს" შევხვდე. ეს ფრანგული კლუბია. თუ ჩვენ არ დავაფასებთ ჩვენს ლიგას, სხვამ ვინ უნდა დააფასოს." - ციტირებს ფრანგს Get French Football News-ი.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 აგვისტოს, პარიზულმა კლუბმა "ლაიპციგი" 3:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და მიუნხენის "ბაიერნი" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად სწორს ამბობს, მაგრამ, აქ ფრანგული კლუბის სიყვარული არაფერ შუაშია. უბრალოდ, ფინალში პსჟ-ს ბაიერნთან გაცილებით ნაკლები შანსი ექნება, ვიდრე ლიონთან.
ზურა
19 აგვისტო 2020 14:48
2
ბაიერნი წუხელ ლიონმა გაღუნა, გაუმარჯოს პსჟს!ეხლა ანგარიშიც გვითხარი ფინალში
ქომაგს
20 აგვისტო 2020 19:07
0
ლიონსაც და ბაიერნსაც გადაღუნავს ფინალში პსჟ.
ისე კი ლიონი გავა დღეს და ბაიერნს გამოაგდებს.
წელს პსჟ-სია ლიგა და ვინ რომელი რაუნდიდან გავარდება, მეორეხარისხოვანია.
ქომაგი
19 აგვისტო 2020 22:02
4
რა ჭკვიანად და სწორად აზროვნებს.არადა პატარა ბიჭია.
Master
19 აგვისტო 2020 14:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული