ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. პსჟ-მა "ლაიპციგს" იოლად სძლია და პირველად გავიდა ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-მა "ლაიპციგი" 3:0 დაამარცხა და პირველად გავიდა ფინალში.

მიუხედავად შესანიშნავად ჩატარებული სეზონისა, "ლაიპციგი", რა თქმა უნდა, ამ მატჩში ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, თუ პსჟ ასე ადვილად მოუგებდა. "პარი სენ ჟერმენმა" აშკარად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

- ნეიმარმა ტურნირზე 24-ე საგოლე გადაცემა გააკეთა - ყველაზე მეტი იმ პერიოდში, რაც 2013 წლი
დან ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. მის ანგარიშზე 35 გოლია.
- პარიზულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 34 შეხვედრაში გაიტანა გოლი და "რეალის" რეკორდი გაიმეორა.
- დი მარიამ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა - მან კარიერაში ტურნირზე 27 საგოლე პასი გააკეთა.
- ტიაგო სილვამ ტურნირზე 59-ე მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის რეკორდია.
- ფრანგული გუნდი 16 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ფინალში - 2004 წელს გადამწყვეტ მატჩში "მონაკო" "პორტუსთან" 0:3 დამარცხდა.
- ბერნატმა მიმდინარე ტურნირზე 5 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი მცველებს შორის.

ლისაბონი. "და ლუში"
ლაიპციგი - პსჟ 0:3
გოლები: 0:1 მარკინიოსი (13), 0:2 დი მარია (42), ბერნატი (56)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ დამავიწყდა, ეგენი მოიგებენ.
ddgfdf
01:05 19-08-2020
0
რას წერთ ვაფშე ვერაფერი გავიგე.ან პსჟ როდის იყო ფინალში ან პსჟ-ლაიფციგი რა შუაშია?
თავადი78
01:01 19-08-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული