"ბაიერნმა" პსჟ დაჯაბნა და მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნმა" პსჟ 1:0 დაამარცხა და მეექვსედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ბაიერნისა" და პსჟ-ის დაპირისპირება სეზონის მთავარი მატჩი გახლდათ და საინტერესო იყო, რას დაუპირისპირებდა ფრანგული გუნდი და როგორ წარმოაჩენდნენ თავს მისი სწრაფი თავდამსხმელები. "რეკორდმაისტერმა" თავიდანვე პრესინგი შესთავაზა მეტოქეს და შეუტია. უხიფათოდ. მეათე წუთისთვის პსჟ-მა თამაშის გათანაბრება და მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო. მარცხენა ფლანგზე მბაპე აქტიურობდა, რომელსაც დარტყმული ბურთი ორჯერ მცველებმა დაუბლოკეს.

მე-18 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა, როდესაც პირისპირ გასულ ნეიმარს გოლის გატანა ნოიერმა არ
დაანება, ცოტა ხანში კი ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ დი მარიამ ვერ გამოიყენა შანსი, ლევანდოვსკის თავური ნავასმა აიღო, ბოლოს კი მბაპემ გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მოკლედ, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაიერნი" ინიციატივას დაეუფლა და კომანმა ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე დი მარიამ ჩინებული პასით მარკინიოსი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ნოიერი. დარჩენილ დროში პარიზელთა ძალისხმევა ამაო გამოდგა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

- "ბაიერნმა" ამ სეზონში ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო. ეს რეკორდია და მეორედ შეასრულა ტრებლი.
- მიუნხენელთა მწვრთნელმა ფლიკმა თავის პირველ სეზონში ყველა ტურნირზე იმარჯვა.
- "ბაიერნმა" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლი გაიტანა, რაც "რეალისა" (567) და "ბარსელონას" (517) შემდეგ მესამე შედეგია.
- მიულერმა მესამე ფინალში ითამაშა. ამდენივე ფინალში მონაწილეობა კროოსმა მიიღო, რაც გერმანელი ფეხბურთელებისათვის რეკორდია.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კომანი ფინალში გოლის გამტანი მე-9 ფრანგია - ის პსჟ-ის აღზრდილია. 24 წლის კომანმა მე-20 ტურნირი მოიგო.
- კიმიჰმა უკანასკნელ 3 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- 11 მატჩში გატანილი 15 გოლით (2 პენალტით) ბომბარდირი ლევანდოვსკი გახდა. მის ანგარიშზე აგრეთვე 5 საგოლე გადაცემაა.
- ნოიერი პირველი მეკარეა, რომელმაც პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წლის შემდეგ გოლი არ გაუშვა.
- 24 სექტემბერს ბუდაპეშტში, ევროპის სუპერთასზე "ბაიერნი" და "სევილია" შეხვდებიან.

ლისაბონი. "და ლუში"
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (59)

პსჟ: ნავასი, კერერი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბერნატი (კურზავა 80), კიმპემბე, დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ერერა (დრაქსლერი 73), პარედესი (ვერატი 65), ნეიმარი, მბაპე

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ბოატენგი (ზულე 25), ალაბა, დევისი, ალკანტარა (ტოლისო 90), გორეცკა, გნაბრი (კოუტინიო 68), კომანი (პერიშიჩი 68), მიულერი, ლევანდოვსკი

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფეხბურთის ,,პრაფესორები’’ კიდე რომ პრაფესორობენ, ბაიერნზე ღირსეული და დამსახურებული ჩემპიონი ლიგაზე არ ყოფილა. 11 დან 11 თამაში უპრობლემოდ მოიგეს. ასე რომ მოეშვით და დატკბით ლამაზი ფეხბურთით. მია სან მია
Musenbezi
24 აგვისტო 2020 01:33
8
ნეიმარს ყოჩაღ 222 მილიონის ცრემლები კი ყარა ბოლოს :D
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
24 აგვისტო 2020 01:16
4
ფრანგული გუნდს ვბალელშიკობდი, მაგრამ რად გინდა აჯობა ბავარიამ, თან ფორტუნაც მათ მხარეს იყო. იმდენად მონდომებული იყვნენ რომ პსჟ-ს რომც გაეტანანა მაინც გაქვითავდნენ! შარშანაც და წელსაც ღირსეული ჩემპიონი ჰყავს ლიგას!
დავით 67
24 აგვისტო 2020 03:38
9
კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ წარმატების მიღწევა 200 და 300 მილიონიანი ფეხბურთელების გარეშეც შეიძლება!!!
ფაქტი
24 აგვისტო 2020 09:22
2
ბაიერნის გულშემატკივრებს ვულოცავ გამარჯვებას. ის რაც წუხელ მოხდა ფეხბურთისთვის არის უკეთესი რადგან არ უნდა დამკვიდრდეს ის აზრი რომ ფულია გადამწყვეტი ტიტულების მოსაგებად.
sormona
24 აგვისტო 2020 11:35
1
ფლიკი ის იშვიათი ადამიანია, რომელიც მუდმივად თანაშემწე მწვრთნელის პოზიციიდან სულ რაღაც ერთ, და ისიც არასრულ სეზონში ევროპის ერთ-ერთ ტოპ მთავარ მწვრთნელად გადაიქცა. ბრავო მართლაც!
ირაკლი
24 აგვისტო 2020 11:14
1
ნეიმარი ისევ ჩრდილში დარჩა!
baba
24 აგვისტო 2020 03:19
2
თბ.დინამოს ფეხბურთელების ცრემლები, სად შეიძლება რო ვნახო?
Vasili
24 აგვისტო 2020 03:10
1
ამას ქვია გერმანული მანქანა ზოგადად ფიზიკურად რამხელები არიან და თან ახალგაზრდები აი ბევრი აკრიტიკებდა კლუბის ხელმძღვანელობას რომ თქვეს ას ლიმონს არ გადავიხდით ერთ ფეხბურთელშიო რატომ უნდა გადაიხადოს კლუბის სიყვარული თამაშობენ შესანიშნავად და არა ფულის გულისთვის.შანსები ქონდა პსჟს და ნუ ვიტყვით რომ ნოიერს ტერ შტეგენი სჯობს საოცარია ეს კაცი.ისე საინტერესო იქნებოდა პსჟს რომ გაეტანა ბავარია როგორ ითამაშებდა
თემური
24 აგვისტო 2020 08:10
1
მანქანა არის მერსედესი, ბმვ, აუდი, ბაიერნი არის უმაღლესი კლასის გუნდი, რომელმაც წალეკა საფეხბურთო ფულით გატენილი ტომრები
აღარ გაიმეოროთ რა
24 აგვისტო 2020 14:35
1
მარტო ბაპე და ნეიმარი ღირს ბაიერნის ფასი მარა ხო ნახეთ ... გამოვარჩევდი შეხვედრიდან ალკანტარას ნამდვილი ვეფხვიაა
Jeyjey
24 აგვისტო 2020 02:01
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული