მესი და დე იონგი კიევის "დინამოსთან" არ ითამაშებენ

AutoSharing Option
ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი და თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კიევის "დინამოსთან" ვერ დაეხმარებიან.

"ბარსას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მათ დასვენების საშუალება მისცა და განაცხადა, რომ ტურნირზე კომფორტულ სიტუაციაში არიან, ისინი ბევრ მატჩებს ატარებენ და ძალების აღდგენა სჭირდებათ.

კიევის "დინამოსა" და "ბარსელონას" შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ჩვენში დარჩეს და უმაყურებლო ცარიელ სტადიონზე თამაში, ძალიან ტეხავს. სად გადავსებული სტადიონი, ფანების გიჟური შეძახილები, ყიჟინა, სკანდირება და ასე შემდეგ. სხვისი არ ვიცი და მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას. მომენატრა მაყურებლით სავსე, ფეხბურთის ყურება.
!!!
23 ნოემბერი 2020 21:01
2
ძალიანაც კარგი ლეო, რომ არ არის განაცხადში, ჯობია ძალები აღიდგინოს. მჯერა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, დაძლევს ფსიქოლოგიურ წნეხს და დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას, რომელიც ასე მოგვწონს და გვიყვარს.
ნონა
23 ნოემბერი 2020 19:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული