გასულ ღამით გამართულ მატჩებში კრიშტიანო რონალდომ და ერლინ ჰოლანმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდები დაამყარეს.
"დორტმუნდისა" და "იუვენტუსის" ფორვარდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს - ჰოლანმა "ბრიუგეს" გაუტანა, კრიშტიანომ კი - "ფერენცვაროშს".
ამ მატჩის შემდეგ ჰოლანის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 12 შეხვედრაში 16 გოლი მოდის. ამდენი გოლი მასზე სწრაფად არავის გაუტანია. თავად კრიშტიანოს 51 მატჩი დასჭირდა მეტოქეთა კარის 16-ჯერ ასაღებად.
ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა კი გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საშინაო შეხვედრებში 70-ე გოლი შეაგდო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
-dvali.jpg" border="0" alt="alt" title="რონალდოსა და ჰოლანის რეკორდები ლიგაზე" style="height: 50px; width: 50px;" />ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: დვალმა ტურინში იბრძოლა - "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ჩელსი" და "სევილია" გავიდნენ [VIDEO]