ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "სიტი" გავიდნენ, "ლივერპული" სახლში დამარცხდა, "რეალმა" მილანში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში „ბაიერნმა“ 3:1 დაამარცხა „ზალცბურგი“ და გათამაშების შემდეგი ეტაპის საგზური ვადამდე მოიპოვა. "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მე-16 გამარჯვება იზეიმა და ევროტურნირებზე "ატლეტიკოს" მიერ 2011/12 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 71-ე გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში რაულთან მესამე ადგილს იყოფს. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (131) და მესის (118) აქვთ გატანილი.

"ლოკომოტივმა" მადრიდში საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია "ატლეტიკოსთან".

B ჯგუფში „რეალმა“ მილანში 2:0 მოუგო „ინტერს“. აზარმა ტურნირზე „სამეფო
გუნდის“ შემადგენლობაში პირველად გაიტანა - თერთმეტმეტრიანით. არტურო ვიდალმა პირველ ტაიმში მსაჯთან კამათისთვის ერთ წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დაატოვებინეს.

„შახტარი“ ისევ განადგურდა „გლადბახთან“, ამჯერად სტუმრად 0:4. შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში მიონხენგლადბახელებმა 6:0 იმარჯვეს. დონეცკურ გუნდს სხვადასხვა მიზეზით 7 ფეხბურთელი და მათ შორის, დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარა.

C ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ საბერძნეთში „ოლიმპიაკოსს“ 1:0 მოუგო და მერვედფინალს უწია. გვარდიოლამ თორმეტიდან თორმეტივეჯერ გაიყვანა თავისი გაწვრთნილი გუნდები პლეი-ოფში, რაც რეკორდია.

"მარსელმა" მორიგი მარცხი იწვნია - სახლში "პორტუსთან" 0:2. ფრანგულმა კლუბმა მიჯრით მე-13 შეხვედრა წააგო და ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა.

D ჯგუფში „ლივერპულმა“ მოულოდნელად შინ 0:2 მარცხი განიცადა „ატალანტასთან“, თან ისე, რომ მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი არ დაურტყამს, ხოლო „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა „მიდტიულანდი“.

A ჯგუფი


მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ლოკომოტივი 0:0


მიუნხენი."ალიანც არენა"
ბაიერნი - ზალცბურგი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (42), 2:0 კომანი (52), 3:0 სანე (68), 3:1 ბერიშა (73)
გაძევება: მარკ როკა (66, ბაიერნი)

B ჯგუფი

მილანი. "სან სირო"

ინტერი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 აზარი (7, პენ), 0:2 როდრიგო (59)
გაძევება: ვიდალი (33, ინტერი)

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი"
გლადბახი - შახტარი 4:0
გოლები: 1:0 შტინდლი (17, პენ), 2:0 ელვედი (34), 3:0 ემბოლო (45+1), 4:0 ვენდტი (77)

C ჯგუფი

პირეოსი. "კარაისკასი"
ოლიმპიაკოსი - მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: ფოდენი (36)

მარსელი. "ველოდრომი"
მარსელი - პორტუ 0:2
გოლები: 0:1 სანუსი (39), 0:2 ოლივეირა (72, პენ)
გაძევება: გრუიჩი (67, პორტუ), ბალერდი (70, მარსელი)

D ჯგუფი

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი"
აიაქსი - მიდტიულანდი 3:1
გოლები: 1:0 გრავენბერხი (47), 2:0 მაზრაუი (49), 3:0 ნერესი (67), 3:1 მაბლი (80, პენ)
გაძევება: სვიატჩენკო (90+1)

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (60), 0:2 გოსენსი (64)


მკითხველის კომენტარები / 6 /
რეალი და მსაჯები.მეგობრობა გრძელდება.ასეთი აბსურდი ჩელსი-აიაქსის მერე არ მინახავს.ტიპს ერთი მხრიდან მოდრიჩი ჩამოეკიდა,მეორე მხრიდან ფეხში ჩაარტყეს საჯარიმოში და აქეთ გააგდეს პენალტს რატომ ითხოვო.ეს ყველაფერი ვარის ეპოქაში.ვარზეც ჭრის რეალი.რეალს ინტერზე კარგი გუნდი ყავს ყოველთვის და გუშინაც სჯობდა ამ ეპიზოდამდე თამაშით.რა საჭირო იყო ასეთი აბსურდი?რა ზიდანი და რის რონალდო.მსაჯები.მსაჯებმა მოიგეს ეგ ოთხი ლიგა,ზიდანს რო აღმერთებენ.
Master
11:46 26-11-2020
13
არანაირი პენალტი არ იყო რეალის კარში, თავის ფეხს ამოარტყა ვიდალმა, საერთოდ არ შეხებია ვარანი, თუმცა გაგდება აშკარად ზედმეტი მოუვიდა მსაჯს.
ზიდანი რა ფეხბურთსაც ათამაშებს გუნდს კიდევ არამგონია ვინმეს მოსწონდეს, რეალი სულ უნდა უტევდეს, ახლა კიდე ერთ გოლს გაიტანენ, ჩაჯდებიან დაცვაში, სადღაც 75-ე წუთიდან თვითონაც გაუშვებენ და კარგავენ ქულებს. ასეთი რეალის ყურება არავის სიამოვნებს.
rezo
12:46 26-11-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული