პსჟ-ისა და "ისტანბულის" შეწყვეტილი მატჩი დღეს განახლდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მეოთხე მსაჯმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის მწვრთნელის თანაშემწეს, პიერ ვებოს "ნეგრუ" უწოდა. ამის შემდეგ სტამბულელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:55 საათზე, მე-14 წუთიდან განახლდება და არბიტრთა სხვა ბრიგადა მოემსახურება.

კოლცესკუმ თავი იმართლა და "ტვიტერზე" დაწერა: "ნეგრუ რუმინულად შავს ნიშნავს. მე რასისტი არ ვარ".

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უეფა გამოძიებას ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ელდარ შენგელაიას ფილმი "შერეკილები" სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს აი ამ ფრაზის გამო: "კი მაგრამ, ის შავი კაცი ვინღა იყო, ჰა?"
ქ. გ.
11:12 09-12-2020
3
ზურა ხიზანიშვილი რეინჯერსში რომ თამაშობდა, ერთ შავკანიანმა მას კამათი დაუწყო თამაშის დროს. ზურამ ქართულად შეაგინა: "წადი შენი კარგიც"
შავკანიანი გაბრაზდა და უკნიდან მუშტი ჩაარტყა თავში. მან ამ ფრაზაში აი რა გაიგონა: "წადიშე ნიკარ გიც" და სიტყვა "ნიკარ" არ მოეწონა.
ზუსტად იგივე შოთას მოუვიდა, აიაქსში რომ თამაშობდა. ამიტომ ინგლისურად უნდა შეაგინოთ: "ფაკ ოფფ დიკჰედ!" ))
ქ. გ.
11:30 09-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული