სკალპების ახდის ნაცვლად, ჰეთ-თრიკი "ბარსას" კარში მბაპეზე ახალგაზრდამ შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს შესრულებული. ერთ-ერთი მათგანის თამაში ჩვენ გუშინ, 16 თებერვალს ვნახეთ, იქამდე კი ორმა მოთამაშემ შეაგდო "ბარსელონას" კარში 3 ბურთი ერთ თამაშში. ორივემ ეს 1997 წელს გააკეთა. ჯერ ფაუსტინო ასპრილიამ, "ნიუკასლის" მაისურით, საშინაო მატჩში გაიფორმა ჰეთ-თრიკი "ბლაუგრანას" წინააღმდეგ (3:2), შემდეგ ანდრეი შევჩენკომ "ნოუ კამპზე" დაამწუხრა "ლურჯ-წითლები".

მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: კიევის "დინამომ" "ბარსელონას" საკუთარ კედლებში 3:0 სძლია, 1 კვირის შემდეგ კი კატალონიაში ჩავიდა, რომლებსაც შურისძიება სურდათ. ფიგუმ სამეფო განწყობა გაახმოვანა: "სკალპებს ავხდით!“

არაფერი მსგავსი,
მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა, პირიქით - შევჩენკომ, რომელიც კიევში ჩუმად იყო, პირველივე ტაიმში "ბარსელონა" გაანადგურა და 3 გოლი გაუტანა,; მეორე ნახევარში სერგეი რებროვმა მე-4 გოლი გაიტანა და "ბლაუგრანას" წამებას წერტილი დაუსვა.

ანდრეიმ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა და საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი სწორად დაუხვედრა. 32-ე წუთზე კი კარიდან არადამაჯერებლად გამოსულ ვიტორ ბაიას აჯობა. შემდეგ დრიბლინგით კოუტოსა და ბარხუანს აჯობა, პენალტი მოინადირა და თავადვე ოსტატურად შეასრულა!

კომენტატორმა ალეკსეი სემენენკომ ფიგუს უპასუხა: "ისინი "დინამოს" ფეხბურთელებისთვის სკალპის ახდას შეგვპირდნენ, არადა, ჩვენი ბიჭების წინაშე თავად ჩაიხადეს".

ანდრეი შევჩენკოსთვის 1997/98 წლების სეზონი გარდამტეხი იყო: 21 წლის ფორვარდმა (მბაპეს ამჟამინდელ ასაკზე ახალგაზრდა) ჩემპიონატში 19 გოლი შეაგდო, ქვეყნის თასზე - 8, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი - 6.

"ბარსას" წინააღმდეგ დაუჯერებლად მაგარმა თამაშმა ახალბედა ფორვარდი მთელ ევროპას გააცნო. ლობანოვსკის "დინამო" ჯგუფიდან 1-ლი ადგილით გავიდა პლეი-ოფში, ხოლო "ბარსელონამ" ბოლო ადგილი დაიკავა.

"ცხადია, მჯეროდა. ვფიქრობ, ასეთ თამაშებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუ საკუთარი თავის არ გწამს", - თქვა შევჩენკომ მატჩის შემდეგ.

შევჩენკოს როგორი კარიერაც ჰქონდა, ამაზე წერას აქ არ დავიწყებთ. მბაპეს, მართალია, მსოფლიო ჩემპიონის მედალი აქვს, მაგრამ, აი, საკლუბო დონეზე მხოლოდ საფრანგეთში მოპოვებული ჯილდოებით კმაყოფილდება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით ეხლა!! მბაპე რომ შევჩენკოს ჯობია არ უნდა ამას გარჩევა!!!
ავჭალიდან
18 თებერვალი 2021 10:35
8
დროის ფაქტორიც არ დაგავიწყდეთ ისინი სხვადასხვა დროს თამასობენ. მე არ ვარ ბოროტი რა თქმა უნდა.
gogia
18 თებერვალი 2021 15:00
1
რა შევა რის შევა მბაპე კარიერის ბოლოს 10 ჯერ მეტ ტიტულს მოხსნის ვიდრე შევა მპაბეს პიკი ახლა იწყება გადავა ესპანეთში და ნახვთ რაც მოხდება
leonsio
18 თებერვალი 2021 12:51
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული