გასპერინი: ყველაფერი მარტივადაა, მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ატალანტას" მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ გააკეთა:

"სამწუხაროა, რომ მატჩი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც გვინდოდა. ათნი როდესაც დავრჩით, სხვა თამაში წავიდა. თავდაცვა მოგვიწია და ეს კარგად მოვახერხეთ.

ახლა უბრალოდ მადრიდში უნდა გავიმარჯვოთ. ყველაფერი მარტივადაა - ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, ჩვენ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ მოგება გვჭირდება.

"ატალანტას" არ გაუმართლა. ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ამ სიტუაციის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მაგრამ მსგავსი რამეები გრძელდება. მე ეს არ მესმის.

მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან
უეფა ორთვიანი დისკვალიფიკაციით დამსჯის", - ციტირებს გასპერინის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა ბავშობიდან მადრიდისტა ვარ და არასოდეს გადამირთია სხვა თამაშზე თინდაც ლიონთან რო ვნადგურდებოთ ხოლმე რამოდენიმე წელი მიჯრით. მაგრამ გუშინ გადავრთე სუ არ მაინტერესებს ანგარიში თამაშს მაზიზღებენ უკვე გააგდონ ეს ზიდანი და რამე წესიერ ბიჭებს მოუყარონ თავი ეს ვინისიუსი ვინაა ან ვინები დარბიან მართლა მადრიდია თუ ხეტაფე ვეღარ გავიგე:(( ან რას თამაშობენ:(( მართლა გულის უსურვებ წარმატებას ატალანტას ისე უქნია 8-2 მოუგია მადრიდში:) მართლა გამიხარდება
Papuna
13:42 25-02-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული