მესის პსჟ-სთან პენალტი თავიდან უნდა დაერტყა

AutoSharing Option
პსჟ-ისა და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პარიზელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლეო მესიმ დაარტყა და პარიზელთა მეკარე კეილორ ნავასმა მოიგერია.

მეკარე იმ მომენტში წესების სრული დაცვით მოქმედებდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა მარკო ვერატიმ მესის დარტყმამდე არ დაიცვა 9.15-მეტრიანი დისტანცია, რაც კარგად მოჩანს სურათზე იმითაც, რომ საჯარიმო მოედნის წინ არსებულ ნახევარწრეში იმყოფება.

აღნიშნული ეპიზოდი ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა განმარტა. "კეილორ ნავასის მიერ მოგერიებული ბურთი შემდეგ ხარიხას მოხვ
და და მოედანზე დაბრუნდა. მასთან პირველი სწორედ ვერატი გაჩნდა და მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. წესით და კანონით, მსაჯ ენტონი ტეილორს 11-მეტრიანი მესისთვის ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა. ეს VAR-ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა", - განუცხადა გონსალესმა AS-ს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლა სექტაა. ამას სხვა კომენტარს ვერ მოუძებნი.დაასვენეთ ის კაცი, აღარაა პატარა ასაკის. კიდე კარგად თამაშობს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მესიც და რონალდუც ნელნელა დასრულებენ კარიერას. ცხოვრება კიდე გრძელდება :)
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
12 მარტი 2021 18:00
2
მესის პენალტი უნდა გაეტანა! პირველივე დარტყმით უნდა გაეტანა! Bოლო-ბოლო მესია! ასეთ მნიშვნელოვან მატჩში კაცი პენალტს რომ გააუჭებს იმან თვითმფრინავის ბილეთი უნდა დაჯავშნოს!
aburjga
12 მარტი 2021 12:14
8
განსხვავებით სხვებისგან ,მესის ყველა თამაში მნიშვნელოვანი აქვს,რადგან მისგან ასე მოითხოვენ.შეცდა? ალბათ, მაგრამ ვინ არ შემცდარა? ათეული წლის განმავლობაში ლიდერია.
ჟორა
13 მარტი 2021 11:49
0
Var სისტემა რა შუაში, აპარატურა თვითონ კი არ ყვირის, მონიტორებს ვიღაც უნდა უყურებდეს და ის ვიღაც ყოველთვის კეთილსინდისიერად ვერ იქცევა (შეიძლება სხვა მიზეზებითაც, მაგრამ ბოლო ბოლო ადამიანია და არა რობოტი)
მაგ კომენტარი უფრო Var-ის საწინააღმდეგო აქციას უფრო გავს.
ოთარი
12 მარტი 2021 10:20
0
მესის მოყვარულებიც ფანატიკოსები არიან..კიდევ ის თქვით, რომ ერთი მოთამაშე ცენტრალურ წრეში ცხვირს იჩიჩქნიდა
ყური მიგდე
12 მარტი 2021 08:35
5
ყველა ფანები ვისაც სიგიჟემდე გვიყვარს ფეხბურთი, ჩვენი გუნდის და საყვარელი ფეხბურთელის მიმართ "ფანატიკოსები" ვართ, კარგი გაგებით რასაკვირველია. დავიჯერო შენ შენი საყვარელი გუნდის და მისი გამორჩეული ფეხბურთელის ფანი არ ხარ? ამიტომ ბარსას ფანობა და განსაკუთრებით მესის მიმართაც, ფანობაც ნუ გიკვირს. ყველა ესეა! მარადონას ფანები პანაშვიდზე, რამის დააკვდნენ მის "სასახლეს" პელეს ფანებიც ასეა, როლანდოსიც და მარტო ჩვენი გიკვირთ?
ეხლა ყური მიგდე კარგად.//// ბარსა მესი
14 მარტი 2021 14:39
0

სიახლეები პოპულარული