ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი წარდგა. ესენი გახლავთ: "რეალი" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ლივერპული" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია), "დორტმუნდი" (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "პორტუ" (პორტუგალია).

კენჭისყრის მიხედვით ერთმანეთს შეხვდებიან:

1. "მანჩესტერ სიტი" -"დორტმუნდი"

2. "პორტუ" - "ჩელსი"

3. "ბაიერნი" - "პარი სენ ჟერმენი"

4. "რეალი" - "ლივერპული"

მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 1-3 და 2-4.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრები 6-7 და 13-14 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ლივერპული ვისაც ერთ-ერთი ფავორიტი არ გონია, ძალიან ცდება. აპრილამდე დროა ფორმაში შესასვლელად, ორი თამაში ლივერპულს შეუძლია ნებისმიერ გუნდს მოუგოს.
თან პრემიერლიგაში წელს ლივერპულისთვის ყველაფერი დასრულებულია და მხოლოდ ლიგა დარჩათ საზრუნავი, რეალისგან განსხვავებით.
ლაიფციგი ბაიერნს უწევს კონკურენციას გერმანიის ჩემპიონატში, წინა გათამაშებაში ნახევარფინალში იყვნენ, ლივერპულთან კი ორივე თამაში უშანსოდ წააგეს
zaz197
20:16 20-03-2021
0
ბაიერნი ვინ გამორიცხა?
ჯეკო
09:17 20-03-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული