ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. სუპერმატჩი მიუნხენში და „ჩელსი“ ცალი ფეხით ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
7 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი 1/4-ფინალური მატჩი ჩატარდა.

ღია კარის დღე თოვლიან „ალიანც არენაზე“

თოვლიან და ქარიან ამინდში გუნდებმა მართლაც შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზეს. პირველ ტაიმში ნეიმარის პასებით ნოიერის კარი მბაპემ და მარკინიოსმა დალაშქრეს. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა. შემდეგ მიულერის გადაცემით ჩუპო-მოტინგმა ანგარიში შეამცირა, მე-60 წუთზე კი თავად მიულერმა დაამწუხრა ნავასი. თითქოს ბავარიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევისას მბაპემ კიდევ გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ბოლოს ფლიკის შეგირდებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და
დამარცხდნენ.

„ბაიერნმა“ 20 წაუგებელი მატჩის (18 მოგება და 2 ფრე) შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.

ცნობილი გახდა, რომ ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერს“ განმეორებით შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

მბაპემ ტურნირზე ბოლო 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 პლეი-ოფში, სულ კი მის ანგარიშზე 27 გოლია.

ნეიმარმა ბოლო 8 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 25 საგოლე გადაცემა გააკეთა - ყველაზე მეტი ამ პერიოდში.

„ჩელსიმ“ პორტუგალიური ბარიერი უკვე გადალახა?

დებიუტში „ჩელსი“ უტევდა, შემდეგ ინიციატივას „პორტუ“ დაეუფლა, თუმცა გოლი ლონდონელთა ნახევარმცველმა მაუნტმა გაიტანა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. 22 წლისა და 87 დღის მაუნტი „არისტოკრატების“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გაიტანა. 85-ე წუთზე მცველმა ჩილუელმაც გაუტანა მარჩესინის და ტუხელის გუნდმა 2:0 იმარჯვა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - პსჟ 2:3
გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 მარკინიოსი (28), 1:2 ჩუპო-მოტინგი (37), 2:2 მიულერი (60), 2:3 მბაპე (67)

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
პორტუ - ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 მაუნტი (32), 0:2 ჩილუელი (85)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 13 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამდენჯერ დარჩა კომანი მცველთან ერთიერთზე ფლანგზე, ალბათ 30ჯერ, რა გააკეთა? არც არაფერი, ამის შემდეგ კიდევ დაიწყებენ კვარა სასტავში ვერ მოხვდება, კომანი არისო კონკურენტი, კვარა რომ ჰყოლოდა წუხელ ბაიერნს, ასეთი უსუსური არ იქნებოდა ფლანგები, რა შედარებაა, არც ვაკადრებ კვარას, რომ კომანს შევადარო.
08 აპრილი 2021 10:52
1
რეალი პსჟ იქნება ფინალი
ტოლსენი
08 აპრილი 2021 11:42
1
მე რეალისკენ ვარ, მაგრამ გუშინ ვიხილეთ რაღაც სასწაული ზე-თამაში, ძალიან მაგარი გუნდია ორივე.
მეგრელი
08 აპრილი 2021 13:18
2
როცა 0-2 აგებ 28 წუთში და სახლში თამაშობ არ უნდა შეუტიოო? გიკვირთ? ყველა შეუტევს. და სტატისტიკა რაშუაშია საერთოდ. მაგით ვინ გუნდი უფრო ძლიერია არ ვლინდება. არაფერს ნიშნავს ეგ. გამოდის პსჟ უფრო ძლიერია რაც უნდოდა ის გააკეთა. 2-2-ზე გადმოვიდა შეუტია და გაიტანა.
007
08 აპრილი 2021 08:06
5
ვთქვი კიდეც, ბაიერნს გაუჭირდება მეთქი და აგერ ფაქტი.პსჟს ყველა კონტრიერიში სახიფათო იყო, ბაიერნის მასირებული შეტევები კი გონივრულად მოიგერიეს და მომენტებიც გამოიყენეს. ლევანდოვსკი არც პარიზში იქნება, იქ კი უკვე პსჟ გადავა შეტევაზე და ბაიერნს ორბურთიანი სხვაობით მოგება ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემა აქვთ
: )))))))
08 აპრილი 2021 01:28
1
გაუმართლა გუშინ პაჩეტინოს ჩემი სეხნია რომ არ იყო მინდორზე :) ბავარია მაინც გავა ნახ ფინალში
რობი
08 აპრილი 2021 15:05
3
და ლევანდოვსკი რომ პსჟ _სთან ფინალში თამაშობდა რა გააკეთა?
იკა
08 აპრილი 2021 07:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული