ღია კარის დღე თოვლიან „ალიანც არენაზე“
თოვლიან და ქარიან ამინდში გუნდებმა მართლაც შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზეს. პირველ ტაიმში ნეიმარის პასებით ნოიერის კარი მბაპემ და მარკინიოსმა დალაშქრეს. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა. შემდეგ მიულერის გადაცემით ჩუპო-მოტინგმა ანგარიში შეამცირა, მე-60 წუთზე კი თავად მიულერმა დაამწუხრა ნავასი. თითქოს ბავარიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევისას მბაპემ კიდევ გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ბოლოს ფლიკის შეგირდებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და
„ბაიერნმა“ 20 წაუგებელი მატჩის (18 მოგება და 2 ფრე) შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.
ცნობილი გახდა, რომ ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერს“ განმეორებით შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.
მბაპემ ტურნირზე ბოლო 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 პლეი-ოფში, სულ კი მის ანგარიშზე 27 გოლია.
ნეიმარმა ბოლო 8 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 25 საგოლე გადაცემა გააკეთა - ყველაზე მეტი ამ პერიოდში.
დებიუტში „ჩელსი“ უტევდა, შემდეგ ინიციატივას „პორტუ“ დაეუფლა, თუმცა გოლი ლონდონელთა ნახევარმცველმა მაუნტმა გაიტანა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. 22 წლისა და 87 დღის მაუნტი „არისტოკრატების“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გაიტანა. 85-ე წუთზე მცველმა ჩილუელმაც გაუტანა მარჩესინის და ტუხელის გუნდმა 2:0 იმარჯვა.
ბაიერნი - პსჟ 2:3
გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 მარკინიოსი (28), 1:2 ჩუპო-მოტინგი (37), 2:2 მიულერი (60), 2:3 მბაპე (67)
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
პორტუ - ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 მაუნტი (32), 0:2 ჩილუელი (85)
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 13 აპრილს გაიმართება.