კეილორ ნავასი დაუფასებელი, თუმცა ბედნიერი თილისმაა

AutoSharing Option
პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე "ბაიერნის" დაბრკოლების გადალახვა შეძლო. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი პარიზელთა მეკარე კეილორ ნავასი იყო, რომელმაც ორ მატჩში 14 დარტყმა მოიგერია.

გაირკვა, რომ ფრანგების გამარჯვება წინასწარვე იყო "გარკვეული". ამის საფუძველს კი კოსტარიკელი მეკარე იძლეოდა: კეილორ ნავასის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან არასდროს გამოვარდნილა, როცა კარს სამხრეთამერიკელი იცავდა.

2014 წელს კეილორი "ლევანტედან" "რეალში" გადავიდა, სწორედ ეს იყო ევროთასების მონაწილე პირველი კლუბი, რომელშიც ნავასს უთამაშია. 2014/15 წლების სეზონში კოსტარიკელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, როცა "რეალი" "იუვენტუსთან" 1/2-ფინალში დამარცხდა.

ამის შემდეგ
მადრიდელები კეილორთან ერთად ზედიზედ 3-ჯერ იგებდნენ ლიგას. 2018/19 წლების სეზონში, როცა "ბლანკოსი" 1/8-ფინალში "აიაქსთან" დამარცხდა, ნავასი სათადარიგოთა სკამზე იყო. შემდეგ კი პსჟ-სთან ერთად ფინალში გავიდა.

ამ სტატისტიკას კი ზურგს ძალიან მაგარი თამაში უმაგრებს. Transfermarkt-ი კეილორს მაინც 10 მილიონ ევროდ აფასებს.

ნავასმა სახელი 2014 წლის მსოფლიო თასზე კარგი თამაშით გაითქვა. კოსტა-რიკის ნაკრები მუნდიალის 1/4-ფინალში გაიყვანა და ზედიზედ 3 შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული