ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პსჟ-მა "ბარსელონას" "ბაიერნიც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
14 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 2 განმეორებითი მეოთხედფინალი გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტებიც გაირკვა.

ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა

მიუნხენში 2:3 წაგების შემდეგ „ბაიერნი“ მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, მით უმეტეს, ლევანდოვსკი კვლავ ვერ დაეხმარა, თუმცა პირველ ტაიმში უფრო სახიფათო მომენტები მასპინძლებმა შექმნეს და ნოიერმა ნეიმარს სამჯერ არ დაანება გატანა. შემდეგ ბრაზილიელმა ლამაზი ცრუმოძრაობით კომანი ჩამოიცილა და ბურთი ხარიხას გაარტყა. მერე ის გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და მიუნხენელები ძელმა იხსნა.

ამდენი შანსის გამოუყენებლობის გამო „პარი სენ ჟერმენი“ დაისაჯა და მალე ჩუპო-მოტინგმა სტუმრები დააწინაურა. მან ტურნირზე
უკანასკნელ 5 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ეს მაშინ, როდესაც ბუნდესლიგაზე ამ სეზონში მის ანგარიშზე 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლია. ტაიმის დასასრულს კი „რეკორდმაისტერმა“ ანგარიშის გაზრდის ორი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

მეორე ტაიმში ლამაზი თამაშის სურათი არ შეიცვალა და დი მარიას შესანიშნავ გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. საპასუხო იერიშისას მიულერმა ვერ გამოიყენა ნავასის კარის აღების შესაძლებლობა. სანემაც, 0:1 და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე პსჟ გავიდა და ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ჩელსიმ“ წააგო, მაგრამ მოიგო

პირველ შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ტუხელმა შეგირდებს მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე თამაში დაავალა, რამაც გაამართლა კიდეც. ლონდონელები თამაშს აკონტროლებდნენ და მეტოქე, ფაქტობრივად, მომენტებს ვერ ქმნიდა. კომპენსირებულ დროში ტარემიმ საოცარი გოლით მაინც დაამწუხრა „არისტოკრატები“, თუმცა საბოლოოდ დამწუხრებული „პორტუ“ დარჩა.

"ჩელსი" 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა 1/2-ფინალში, სადაც "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ჩელსიმ" მერვედ უწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, რაც პრემიერლიგის გუნდების რეკორდია.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბაიერნი 0:1
გოლი: ჩუპო-მოტინგი (41)

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

ჩელსი - პორტუ 0:1
გოლი: ტარემი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვნახოთ სიტისთან რას იზავენ თუ სიტი გავიდა რეალთან ფინალში შანსი არ ექნება. ფინალია ერთი თამაშია და აქ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს... პსჯ თუ გავიდა კაი სანახობრივი თამაში უნდა შედგეს გილებით დახუნძლული.... კაზე კროოსი მოდრიჩი მართლაც 21 საუკუნის საუკეთესო ტრიოა!!!!!
რომა
12:29 14-04-2021
7
ლევანდოვსკის არ ყოფნაში(მას გნაბრიც დაემატა),ბავარიას აღარ დარჩა ისეთი ფეხბურთელი,რომელიც ინსტიქტურად,მხოლოდ კარზეა დამიზნებული.გადამწყვეტ ბოლო წუთებში,ყველა შემტევი,ბურთს კარში კი არ ურტამდა,არამედ უკან აგდებდა ვიღაცისათვის დასარტყმელად.ეს დამრტყმელი კი,აღარ იყო.ალბათ ჩუპო მოტინგი არ უნდა შეეცვალა,თუმცა,ვფიქრობ. ესეც იძულებითი იყო.პსჟ-ს ყურება,ერთი სიამოვნებაა,მაგრამ ამდენი შანსის განიავებით,ფინალს,ვერავისთან ვერ მოიგებენ.თუმცა წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
11:03 14-04-2021
1

სიახლეები პოპულარული