ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს მასტერკლასი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" პსჟ ისევ დაამარცხა, ამჯერად 2:0 და ისტორიაში პირველად გავიდა ფინალში. პეპ გვარდიოლა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალშია - საერთო ჯამში, მესამედ.

სახლში 1:2 წაგების შემდეგ პსჟ ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო და მისი სიტუაცია მბაპეს ტრავმამ კიდევ უფრო გაართულა, რომელიც მწვრთნელმა პოჩეტინიომ განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა ვერ ათამაშა. დებიუტში საჯარიმოში ბურთი მხარზე ზინჩენკოს მოხვდა, მსაჯმა კუიპერსმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა. მალე მარეზმა მასპინძლები დააწინაურა. ამას „პარი სენ ჟერმენის“ იერიშები და მარკინიოსისა და დი
მარიას გამოუყენებელი მომენტები მოჰყვა. პირველი ტაიმი „სიტიმ“ მოიგო. პსჟ უხეიროდ ირჯებოდა, ნეიმარი და იკარდი გასაკვირად პასიურები იყვნენ და წარმოუდგენლად მოჩანდა, თუ რის ხარჯზე შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა.

63-ე წუთზე მარეზმა დუბლი შეასრულა და ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. მარეზმა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა და ნავასი ნახევარფინალებში მესამედ დაამწუხრა. შემდეგ მსაჯმა დი მარია ფერნანდინიოსთან უხეშობისათვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ფოდენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.

მაჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - პსჟ 2:0
გოლები: 1:0 მარეზი (11), 2:0 მარეზი (63)
გაძევება: დი მარია (68)

- ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გვარდიოლას 63-ე მატჩი იყო და მან ანჩელოტის რეკორდი დაამხო. ამას გარდა, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა პლეი-ოფში 35 გამარჯვება იზეიმეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

- პსჟ-ს ამ მატჩში მეტოქის კარში არ დაურტყამს.

- რაც ნეიმარი სარეკორდო 222 მილიონად შეიძინა, პსჟ-მა ოთხ სეზონში ფინალს მხოლოდ ერთხელ უწია.

- გვარდიოლასა და პოჩეტინიოს გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს მეოცედ შეხვდნენ. აშკარა უპირატესობა კატალონიელის მხარესაა - 12 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მასტერკლასს გაჩვენებთ პსჟ შემდეგ წელს. იმან გლადბახი და დორტმუნდი გააგდო სუსტი გუნდები და პსჟ_მ ბავარია და ბარსელონა და ძალები აღარ ქონდათ თან მბაპე არ იყო. შემდეგ წლამდე. მეგატრანსფერების დროა პსჟ_ში.
ika
05 მაისი 2021 16:38
6
ეს რა ბინძური გუნდი ყოფილა პსჟ! არასდროს აღარ ვუგულშემატკივრებ-რაები იკადრეს!
dima
05 მაისი 2021 11:52
2
და პსჟ_ზე ძლიერ გუნდს ვისუნდა უგულშემატკივრო. დაღლილები იყვნენ. ვერავინ დამაჯარებეს რომ სიტი უკეთესია. ვნხავთ თუარადა, სად გაიქცევა ლიგა შემდეგ წელს.
go psg
05 მაისი 2021 16:41
7
გავიგე ნეიმარს ქანც გაწყვეტამდე უთამაშია და როგორც შეგვპირდა, მინდორზე უსულოდ დაცემულა.
ვიზიარებ.
05 მაისი 2021 07:16
1
პოᲩეტინო საიდან გამოᲗხარეს აზზრზე არ არის მწვრᲗნელობის ნანტᲗან რო წააგო Სახში Მაშინვე მივხდი
Mima
05 მაისი 2021 05:15
2
ნეიმარი მოკვდაა?;დდ
ბაჩო
05 მაისი 2021 01:11
0
ბაჩო! ნეი სიტყვის კაცია. ეეჰ ნათელში მისი დაღლილი სული.
ბაჩოს
05 მაისი 2021 12:42
0

სიახლეები პოპულარული