ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. ტუხელის მანქანამ "რეალი" დაჯაბნა და ინგლისური ფინალი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „ჩელსიმ“ „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში (ისტორიაში მესამედ).

მადრიდში დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) „ჩელსი“ უკეთეს სიტუაციაში იმყოფებოდა. „რეალს“ ტრავმამორჩენილი რამოსი დაუბრუნდა და გასვლაზე გამარჯვების იმედი ჰქონდა. 26-ე წუთზე ბენზემას გოლის გატანა მეკარე მენდიმ არ დაანება, საპასუხო იერიშისას კი მასპინძლებმა „გერმანული გოლი“ გაიტანეს - ჰავერცის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ვერნერს ხელი არავინ შეუშალა. მან ტურნირზე ნოემბრის შემდეგ პირველად დალაშქრა მეტოქის კარი და 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. 35-ე წუთზე მენდიმ
„არისტოკრატები“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ისევ ბენზემას არ გაატანინა და ტუხელის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ „ჩელსიმ“ აქტიურად შეუტია. ჯერ ჰავერცმა თავურით ბურთი ხარიხას გაარტყა, მერე მაუნტმა, ჰავერცმა და კანტემ კარგი შანსები ვერ გამოიყენეს. მოკლედ, ერთი გუნდი უფრო მეტად უტევდა, ხოლო მეორე სწრაფი კონტრიერიშებისას მომენტებს ანიავებდა. თუმცა ბოლოს მაუნტმა მაინც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

29 მაისს სტამბოლში, ფინალში, ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი"
ჩელსი - რეალი 2:0
გოლები: 1:0 ვერნერი (27), 2:0 მაუნტი (85)

- "რეალი" რონალდოს წასვლის შემდეგ ზედიზედ მესამე სეზონში ვერ გავიდა ფინალში.

- ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელიც ორი სხვადასხვა გუნდით მიჯრით მეორედ გავიდა ფინალში.

- ტუხელის და ზიდანის გაწვრთნილი გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა გერმანელის სასარგებლოდაა - 4 მოგება და 2 ფრე.

- პრემიერლიგის გუნდები ბოლო სამ სეზონში მეორედ შეხვდებიან ფინალში.

- "ჩელსის" მეკარე მენდიმ ამ სეზონში ტურნირზე 8 მატჩში არ გაუშვა გოლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ გინდათ მაკრიტიკეთ მაგრამ კვარაცხელია ვინიჩიუსს თუ არ ჯობდეს თავი მომაჭერით
მეგრელი
06 მაისი 2021 03:20
3
ბევრს ჯობია კვარა. მაფიაა ფეხბურთში. ქართველი 100 თავით მაღლა უნდა იდგეს რომ რეალის დონის გუნდში მოხვდეს. და კიდევ ვინმე უნდა მიეხმაროს
las
06 მაისი 2021 08:21
4
ზიდანი რომ არაფერი დიდი მწვრთნელი არ არის, დღეს გამოჩნდა. ტუხელმა ჩაუტარა მასტერკლასი. ჩემპიონთა ლიგებს იგებდა რონალდო - გატანილი გოლებით და პერესი - ნაყიდი მსაჯებით.
დობო
06 მაისი 2021 09:04
5
დღევანდელი რეალი ჯგუფითანაც ვერ გავიდდა რომ არა ზიდანი.
Eer
06 მაისი 2021 15:44
0
აზარი დღეს რეალში თამაშობდა თუ ჩელსიში?
დობო
06 მაისი 2021 01:22
1
რეალი ყოველთვის ვერარის ფორმაში,დაიძინეთ მადრიდისტებო
ჯუბა
06 მაისი 2021 01:15
2
ზიდანს უნდოდა მეორე პეპი გამხდარიყო ვინი შეტევაში არ უქნია ღმერთს და ეხლა მცველად დააყენა.. გაიქეცი ბენზემას ჩაუწოდეთ ამოვიდა ყელში წადი ზიზუ გოლფი ითამაშე.
რომა
06 მაისი 2021 01:05
11
3 ჯერ მოიგო ლიგა მეტი რა ქნას. პეპი უფრო ბევრს ფილოსოფოსობს მარა ამან უფრო მეტი მოიგო
Zizu10
06 მაისი 2021 01:45
10
ის კიარიცის ტუხელმა რომ მორიგ ფინალს წააგებს
ფენომენო
06 მაისი 2021 11:00
8
ნეტავ რას იზამს ტუხელის მანქანა გვარდიოლას ტრაქტორთან?
ქსენია ძალო
06 მაისი 2021 10:08
2
ისე საინტერესო ფინალი იქნება, ორი ინგლისური გუნდის დაპირისპირების გამო. ვაიდა ჩელსიმ აახიოს გვარდის თასი? ისე ობიექტურად წელს თასი მან. სიტიმ დაიმსახურა.
laSa
06 მაისი 2021 10:20
3
რაო ბენზე. ვერ გაქაჩე რონალდომდე?
las
06 მაისი 2021 08:23
1
3-5-2 ფორმაციით ვერ თამაშობს გუნდი და მაინც ამ სისტემით იწყებს ზიდანი თამაშს, საერთოდ ამოვარდნილები იყვნენ ვინისიუსი და მენდი თამაშიდან, ნაჩო საერთოდ სხვა პლანეტაზე იყო,დააყენე 4-3-3 და ითამაშე შენი თამაში, ტელევიზორიდან თუ ჩანს დავიჯერო მოედნიდან ვერ ხედავს ზიდანი ამას?
მამუკა
06 მაისი 2021 01:22
1
ზუსტად ეგ უნდა მეთქვა მეც. პირველ თამაში ხო ნახა რომ პირველ ნახევარში არ გაამართლა ამ სამ მცველიანმა ტაქტიკამ გადავიდნენ 442 ზე და გაათანაბრეს. ეს ჩელსი ფლანგებიდან უტევს ყველა ჭკუა დამჯდარი მწვრთნელი 442 ტაქტიკას აირჩევდა და ფლანგებს გაამაგრებდა... კაი დროს კარგ ადგილას აღმოჩნდა ზიზუ თან ფორმის პიკში მყოფი რონი ყავდა... გაიქეცი ჩააწოდეს მეტი ზიდანს მეტი თამაშის გაშლა არიცის და ამაზე იძახიან მაგარი ტაქტიკოსიაო სასაცილოა პროსტა.
დათო
06 მაისი 2021 10:53
3

სიახლეები პოპულარული