ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბენფიკასთან" 0:3 დამარცხების შემდეგ "ბარსელონა" ჯგუფში 0 ქულით უკანასკნელ ადგილზეა, მისი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი თავს იმართლებს.
"მე არ მინდა ჩემს მომავალზე დასმულ კითხვაზე ვუპასუხო, ვინაიდან ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუმცა საბოლო ჯამში დამნაშავე მწვრთნელია.
ამ მატჩში იყო ბევრი ეპიზოდი, როდესაც კარგად ვმოქმედებდით. 0:2-ის შემდეგ პრობლემები მოგვეძალა. ორჯერ შეგვეძლო გატანა. მეტოქე ეფექტურობით გვჯობდა, მაგრამ მთლიანობაში თამაშით - არა.
ახლა გუნდში ისეთი დროა, როდესაც ბევრი რამ იცვლება, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ამაზე არ მინდა კვლავ შევჩერდე", - ციტირებს კუმანს
"მარკა".
ახლა გუნდში ისეთი დროა, როდესაც ბევრი რამ იცვლება, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ამაზე არ მინდა კვლავ შევჩერდე", - ციტირებს კუმანს
მაგრამ, რაც შეეხება კუმანს, თამაშის პირველ 15 წთ-ში, გაშვებული გოლის მიუხედავად ბარსა კარგათ უტევდა, რაც ძირითადად ფრენკის საჯარიმოში შევარდნების დამსახურება იყო. ამის მერე კუმანს გაჰყავს პიკე (რაც ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო) და უკან ჰხევს ფრენკს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. შედეგად, ბარსას შეტევა მოკვდა! მერე, რა ჩაჯინება ეს ერიკ გარსია? მესმის, რომ ახლაგაზრდაა (თუმცა მის პერსპექტიულობას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ; ნიჭიერ ფეხბურთელს კოჭებში ეტყობა დიდი მომავალი, აი როგორც ანსუს), მაგრამ ყოველ თმაშში 2-3 უხეშ შეცდომას უშვებს; გუშინ კი საერთოდ... როგორ დავიჯერო, რომ უმტიტი ან ლენგლე უფრო ნაკლებ საიმედო იქნებოდა დაცვაში? ბოლო-ბოლო გამოცდილება აქვთ ერიკ გარსიას ასაკის. მოკლედ, კუმანის წვლილიც საკმაო ბარსას კატასდროფაში:(