რონალდო: ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე რონალდომ დუბლით "მანჩესტერს" "ატალანტასთან" ფრე (2:2) მოუპოვა, ნამატჩევს კი კომენტარი გააკეთა.

"რთული შეხვედრა იყო. ბერგამოში თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა. მე ისეთი ბედნიერი ვარ.

არასოდეს ვნებდებით, ბოლომდე გვჯერა. ეს "მანჩესტერისთვის" კარგი შედეგია. დასაწყისში გაგვიჭირდა, ვიცოდით, "ატალანტა" ძლიერ ზეწოლას განახორციელებდა. მათ ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავთ. როდესაც "იუვენტუსში" ვიყავი, მათთან თამაში მუდამ ძნელი იყო. საბოლოოდ ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

ჩვენ სრულყოფისათვის ჯერ კიდევ უნდა ვიშრომოთ. სხვადასხვანაირი ფეხბურთელები გვყავს, სხვა სისტემაა, ერთმანეთთან ადაპტირება გვჭირდება, ეს კი დროს მოითხოვს. იმისათვის,
რათა უკეთესები გავხდეთ, დრო გვაქვს", - ციტირებს რონალდოს BBC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოდის რომ მანიუნაიტედი ისევ ბებერი რონალდუს იმედზეა სად არიან ბევრ მილიონებად ნაყიდი ახალგაზრდა ვარსკვლავები.პოგბა ყოველ მესამე პასს აფუჭებს და საერთოდ ნახევარდაცვა სამარცხვინოა აღარაფერს ვამბობ დაცვაზე სადაც კაპიტანი მაგუიერი მოწინააღმდეგეს საგოლე მომენტებს ჩუქნის.რაც შეეხება კრიშტიანოს წელს იმდენი თამაში მოაგებინა გადამწყვეტი გოლებით იუვეს,იუნაიტედს და ნაკრებს რომ ოქროს ბურთი კი არა ოქროს ბიუსტი უნდა გადასცენ.
115 ნაკრებში,140 ჩემპიონთა ლიგაზე.
03 ნოემბერი 2021 11:10
5
როგორც სპორტსმენი და უნივერსალი, ჟინიანი და მებრძოლი, რონალდუ პირველია.
ლაშა
03 ნოემბერი 2021 15:21
1
ნამდვილად სუპერმენია.ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლების რეკორდსმენიც იქნება ფეხბურთის ისტორიაში.
ასეა ეს
03 ნოემბერი 2021 14:16
3
ეს შედეგი მეტყველებს ყველაფერზე,მიუხედავად ვის მოსწონს ან პირიქით
baggio
03 ნოემბერი 2021 11:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული