[PREVIEW] პსჟ მესის გარეშე, "შერიფის" მორიგი ზღაპრის მოლოდინში...

AutoSharing Option
დღეს, 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღის შეხვედრები გაიმართება. პლეი-ოფში თამაში "ბაიერნმა" და "იუვენტუსმა" გაინაღდეს და ამის შანსი კიდევ რამდენიმე გუნდს აქვს.

"მილანი"- "პორტუსა" და "რეალი" - "შახტარის" გარდა, რომლებიც სტარტს თბილისის დროით 21:45 საათზე აიღებენ, დარჩენილი შეხვედრები 00:00 საათზე დაიწყება.

A ჯგუფი

მოულოდნელად, ამ ოთხეულის გამოკვეთილი აუტსაიდერი გერმანული "ლაიპციგია", ბელგიურ "ბრიუგეს" კი 4 ქულა აქვს და "ეტიჰადზე" 6-ქულიან "მანჩესტერ სიტისთან" მერვედფინალში გასვლის შანსის შენარჩუნებას ეცდება. შეხვედრას "ქალაქელი" ფერან ტორესი გამოტოვებს.

ჯგუფის ლიდერი (7 ქულით) პსჟ კი
გერმანიაში უქულო "ლაიპციგთან" ითამაშებს. პარიზელებს ლიონელ მესი დააკლდებათ.

B ჯგუფი

იურგენ კლოპის "ლივერპული", ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზეა (9 ქულა აქვს), თუმცა ამის გასაოფიციალურებლად დღეს არწაგებაც საკმარისი იქნება. "ენფილდის" სტუმარ "ატლეტიკოს" (რომელსაც დისკვალიფიცირებული ანტუან გრიზმანი აკლია), "პორტუს" მსგავსად, 4 ქულა აქვს.

"მილანი" ჩემპიონთა ლიგას ჯერჯერობით უქულოდ დაუბრუნდა და ამის გაკეთება "სან სიროზე" დღესაც გაუჭირდება - "პორტუ" ყველაფერს გააკეთებს, რათა ქულები არ დაკარგოს. შეხვედრის მონაწილეთა ყველაზე დიდი დანაკლისი "მილანის" ხორვატი შემტევი ანტე რებიჩია.

C ჯგუფი

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "აიაქსი", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს და ბურთების ბალანსი 11:1 აქვს, "დორტმუნდს" ესტუმრება. ამსტერდამელები პლეი-ოფთან ძალიან ახლოს არიან. გასულ ტურში მათ არც გერმანელები დაინდეს და 4:0 დაამარცხეს.

მასპინძლები ყველანაირად ეცდებიან, რომ რევანში აიღონ და ნიდერლანდელებს ქულებით გაუთანაბრდნენ. დორტმუნდელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, ერლინ ჰოლანი დააკლდებათ, ამსტერდამელებს კი მეკარეებიდან ვერც ონანა დაეხმარება და ვერც სტეკელენბურგი - სტუმრების კარს 37 წლის რემკო პასვეერი დაიცავს, სათადარიგო კი 17 წლის ინგლისელი ჩარლი სეტფორდი იქნება.

D ჯგუფი

დონეცკის "შახტარი", რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს, მადრიდს სტუმრობს და მერვედფინალში გასვლის უკანასკნელი შანსის გამოყენებას შეეცდება. "რეალს", ტირასპოლის "შერიფის" მსგავსად, 6 ქულა აქვს.

"სამეფო კლუბს" გარეთ ბეილი, ფედე ვალვერდე და როდრიგო დააკლდება, უკრაინელებს კი ფონს გასვლა ევგენი კონოპლიანკას გარეშე მოუწევთ.

"შერიფი" წარმოუდგენელის შეძლებას "ინტერთან" საშინაო დაპირისპირებაში ეცდება. ტირასპოლელებმა სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხეს, მილანელებთან კი იგივე ვერ შეძლეს. "ინტერს" ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს და შეხვედრის ფავორიტებადაც მიიჩნევა.


altრონალდო: ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი

altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ბაიერნი" და "იუვენტუსი" პლეი-ოფში, რონალდოს გმირობა და ფატის ჩინებული დაბრუნება [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ვოლფსბურგის" რევანში და "ჩელსის" მორიგი გამარჯვება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული