[PREVIEW] B ჯგუფში გასვლის შანსი 3 გუნდს აქვს... დიდებული მატჩების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 7 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის 8 შეხვედრა გაიმართება.

ნაადრევი მატჩები A ჯგუფში გაიმართება.

პსჟ - "ბრიუგე"

"პარი სენ ჟერმენი" "ბრიუგეს" მასპინძლობს. გასულ ტურში "სიტისთან" მარცხის (1:2) შემდეგ ფრანგულმა გუნდმა მე-2 ადგილზე გასვლა გაინაღდა, პირველი პოზიცია კი ინგლისელებს დაუთმო. შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის პარიზელებს 8 ქულა აქვთ, ბელგიელები კი 4 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრაში "ბრიუგე" ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება, თავის მხრივ კი, პსჟ ანდერ ერერას, ნეიმარისა და იულიან დრაქსლერის გარეშე წარდგება. კითხვის ნიშნის ქვეშაა სერხიო რამოსის თამაშიც.

შეგახსენებთ, ამ
გუნდების 1-ლი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ლაიპციგი" - "მანჩესტერ სიტი"

გერმანელები "ქალაქელებს" მასპინძლობენ. როგორც მოგახსენეთ, ინგლისელებმა პირველი ადგილი (12 ქულით) გაინაღდეს, "ლაიპციგი" კი 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და დღეს "ბრიუგესთან" ერთად ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.

დღევანდელ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას ფერან ტორესი გამოაკლდება, მასპინძლების დანაკლისი კი გაცილებით დიდია, გუნდს თამაში იუსუფ პოულსენის, მარსელ ჰალსტენბერგის, მარსელო სარაჩის, ალაიქს მორიბასა და დანი ოლმოს გარეშე მოუწევს.

შეგახსენენთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "სიტის" გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

ორივე მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

გადავიდეთ გვიანდელ თამაშებზე.

"მილანი" - "ლივერპული"
B ჯგუფში "როსონერი" მერსისაიდელებს უმასპინძლებს.
ინგლისელები 15 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან და შემდეგი ეტაპის საგზურიც განაღდებული აქვთ; აი, "მილანს" კი დიდი სანერვიულო აქვს, "შავ-წითლები" 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და დღევანდელ მატჩში კი მხოლოდ მოსაგებად უნდა გამოვიდეს.
სამწუხაროდ, მსგავსი კალიბრის შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. "როსონერი" ანტე რებიჩის, სიმონ კიაერის, ოლივიე ჟირუს, პიეტრო პელეგრინის, დავიდ კალაბრიასა და სამუ კასტილეხოს გარეშე წარდგება.
რაც შეეხებათ სტუმრებს, "ლივერპულს" რობერტო ფირმინო, ჰარვი ელიოტი, კურტის ჯონსი და ჯეიმს მილნერი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯო გომესის თამაშიც.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ინგლისელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

"პორტუ" - მადრიდის "ატლეტიკო"
იმავე B ჯგუფში "პორტუ" "ატლეტიკოს" მასპინძლობს. ორივე გუნდს შეხვედრა აუცილებლად მოსაგები აქვს. პორტუგალიელები 5 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან, "როხიბლანკო" კი 4 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ "როსონერი" "სან სიროზე" გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ამ შეხვედრაშიც ორივე გუნდმა 3 ქულის მოპოვება უნდა სცადოს. ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში ალბათ მაინც "მილანი" იმყოფება (3 ქულას თუ მოიპოვებენ), რადგან დიდი ალბათობით, მადრიდელები "პორტუს" ქულას აართმევენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ჟოაო მარიო, ივან მარკანო და მატეუს ურიბე გამოაკლდებათ.
"ატლეტიკო" სათამაშოდ ხოსე მარია ხიმენესისა და ფელიპეს გარეშე წარდგება.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

"დორტმუნდი" - "ბეშიქთაში"
C ჯგუფში "დორტმუნდი" "ბეშიქთაშს" მასპინძლობს.
მე-5 ტურში გერმანელები "სპორტინგთან" დამარცხდნენ და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგეს. რაც შეეხებათ თურქებს, 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან და მათი ამბიცია პრესტიჟის ქულის მოპოვება გახლავთ.
მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში მატს ჰუმელსი, მუკოკო და ტორგან აზარი არ ეყოლებათ.
თავის მხრივ, სტუმრები სათამაშოდ გოხრან ტორესა და მერტ გუნოკის გარეშე წარდგებიან.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "დორტმუნდის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"აიაქსი" - "სპორტინგი"
იმავე C ჯგუფში "აიაქსი" "სპორტინგს" მასპინძლობს. ზოგადად რომ ვთქვათ, ბოლო ტურის წინ ამ ჯგუფში ორი ინტრიგა არსებობს - აიღებს თუ არა "ბეშიქთაში" ქულას მაინც და მოიგებს თუ არა ყველა შეხვედრას "აიაქსი".
5 ტურის შემდეგ ამსტერდამელები 15 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან და 1-ლი ადგილი განაღდებული აქვთ, პორტუგალიელები კი 9 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ და პლეი-ოფში სწორედ ამ ადგილიდან გავლენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მოჰამედ კუდუსი გამოაკლდებათ.
რაც შეეხება "სპორტინგს", სტუმრები სათამაშოდ სებასტიან კოდესის, ჯოვანე კაბრალის, რუბენ ვინაგრესა და ჟოაო პალინას გარეშე წარდგებიან.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "აიაქსის" გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

"რეალი" - "ინტერი"
D ჯგუფში "მადრიდის" რეალი "ინტერს" მასპინძლობს.
5 ტურის თავზე "ბლანკოსი" 12 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, "ნერაძური" კი 10 ქულით მე-2 პოციზიას იკავებს.
თუ დღევანდელ შეხვედრაში იტალიელები მოიგებენ, მაშინ 1-ელ ადგილსაც დაიკავებენ. სწორედ ესაა შეხვედრის და ჯგუფის ერთადერთი ინტრიგა.
მასპინძლებს დანი სებალოსი, გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა გამოაკლდებათ.
რაც შეეხება "ინტერს", სტუმრები მოედანზე მატეო დარმიანს, სტეფან დე ვრაისა და ხოაკიმ კორეას გარეშე წარდგებიან.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "სამეფო გუნდის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"შახტარი" - "შერიფი"
იმავე ჯგუფში დონეცკის "შახტარი" ტირასპოლის "შერიფს" უმასპინძლებს.
სტუმრებმა ლიგა სენსაციური 2 მოგებით დაიწყეს, თუმცა შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი დათმეს და მე-3 ადგილს დასჯერდნენ, უკრაინელებმა კი ამ სეზონში უჩვეულოდ ცუდად ითამაშეს (1 ქულა და ბოლო ადგილი).
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს ისმაილი, ალან პატრიკი, ჯუნიორ მორაესი და ლასინა ტრაორე დააკლდებათ.
ტირასპოლელები კი სათამაშოდ მუსა კუაბუსა და იასურბეკ იახშიბოევის გარეშე წარდგებიან.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "შერიფის" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული