სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის პირველ 8 შეხვედრაში ლიგის ანტირეკორდი განმეორდა.
მოგეხსენებათ, მსაჯებმა მოედნიდან 6 ფეხბურთელი გააძევეს. ესენი გახლდნენ - კაილ უოლკერი ("მანჩესტერ სიტი"), ველინგტონი ("ბეშიქთაში"), ნიკოლო ბარელა ("ინტერი"). დაძაბულობამ კი პიკს "პორტუსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მატჩში მიაღწია. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კლემენ ტურპინმა აგუსტინ მარჩესინის ("პორტუ"), ვენდელისა ("პორტუ") და იანიკ კარასკოს ("ატლეტიკო") წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა.
როგორც მოგახსენეთ, ეს ლიგის ანტირეკორდის გამეორება გახლდათ, პირველად კი მსგავსი შედეგი 2019 წლის 26 ოქტომბერს დაფიქსირდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით