ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის გაცუდებული პენალტი, მბაპეს შედევრი და პსჟ-ის გამარჯვება - "სიტი" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ინტერესს პარიზში პსჟ-ისა და „რეალის“ დაპირისპირება იწვევდა. შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ თავისი მადრიდელი კოლეგა ფლორენტინო პერესი სადილზე მიიპატიჟა, რომელიც 26 წუთის დაგვიანებით მივიდა. პარიზელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა ტრავმა მოირჩინა და მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, ხოლო ასევე ტრავმამორჩენილი ფორვარდი ქარიმ ბენზემა „ბლანკოსის“ სასტარტოში ვიხილეთ.

უპირატესობას თავიდანვე პსჟ დაეუფლა. განსაკუთრებით მბაპე აქტიურობდა მარცხენა ფლანგზე. დებიუტში მისი კარგი პასი დი მარიამ ვერ გამოიყენა. შემდეგ მესიმ მბაპე
კურტუას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება. სტუმრები თავს მშვიდად და ორგანიზებულად იცავდნენ, იერიშებზე იშვიათად გადადიოდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, პარიზელები კვლავ უტევდნენ და მბაპეს დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია კურტუამ. 62-ე წუთზე მბაპე საკუთარ საჯარიმოში კარვახალმა წააქცია, პენალტი კი მესის კურტუამ აუღო. 73-ე წუთზე დი მარიას ნაცვლად შეცვლაზე ნეიმარი შევიდა და მაშინვე სახიფათო საჯარიმო მოიპოვა, რომელიც მესიმ ზუსტად ვერ შეასრულა. 86-ე წუთზე მესიმ ნეიმარი კურტუასთან ერთი-ერთზე გაიყვანა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლოს მბაპემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და პსჟ-მა 1:0 მოიგო.

ლისაბონში „მანჩესტერ სიტიმ“ „სპორტინგს“ შესვენებამდე ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ამ წყვილში გამარჯვებული, ფაქტობრივად, 45 წუთში გაარკვია. მეორე ტაიმში პეპ გვარდიოლას გუნდმა თამაში დააწყნარა, ერთი გოლი კიდევ გაიტანა და მეტოქე გაანადგურა.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 47 443 მაყურებელი
პსჟ-რეალი 1:0
გოლი: მბაპე (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (62)

ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“. 48 129 მაყურებელი

სპორტინგი - მანჩესტერ სიტი 0:5
გოლები: 0:1 მარეზი (9), 0:2 ბერნარდო სილვა (17), 0:3 ფოდენი (32), 0:4 ბერნარდო სილვა (44), 0:5 სტერლინგი (59)

ამ გუნდების საპასუხო მატჩები 10 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კოტეს: ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის გაცუდებული პენალტი, მბაპეს შედევრი და პსჟ-ის გამარჯვება - "სიტი" თითქმის მეოთხედფინალშია. "სიტია" თითქმის მეოთხედფინალშიო, წერენ. ორი მატჩის მიმოხილვა აქვთ ერთად დაწერილი და სათაურში ტირეს შემდეგ "სიტია". რა თვალთადბნელებულობა? რის ელამობა?
ვახო
00:04 17-02-2022
0
1-0 "თითქმის მეოთხედფინალი" როგორ არის ან როდის იყო ერთი ამიხსენით თუ შეიძლება? სპორტული საიტი ინდა იყოს ობიექტური და არა "რეალის" მტრობით თვალდაბნელებული!
კოტე
23:50 16-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული