ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: საოცრება "ბერნაბეუზე" - ფანტასტიკურმა ბენზემამ პსჟ გამოაგდო VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

პარიზში 0:1 დამარცხების შემდეგ „რეალმა“ თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია, პსჟ კი სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა და მე-16 წუთზე მბაპეს გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. 25-ე წუთზე ბენზემას დარტყმული ბურთი უკვე დონარუმამ მოიგერია. 33-ე წუთზე მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. თუმცა, 39-ე წუთზე კილიანმა მაინც დალაშქრა მადრიდელთა კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, 53-ე წუთზე მბაპემ ისევ გაიტანა და მსაჯმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. 61-ე წუთზე დონარუმას შეცდომის შემდეგ ბენზემამ
ანგარიში გაათანაბრა, „ბლანკოსი“ უპირატესობას დაეუფლა, ვინისიუსმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე ბენზემამ კიდევ ორი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

„სიტის“ გასვლაზე „სპორტინგი“ 5:0 ჰყავდა განადგურებული, დღევანდელ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, 0:0 დასრულდა და გვარდიოლას გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 895 მაყურებელი
რეალი - პსჟ 3:1
გოლები: 0:1 მბაპე (39), 1:1 ბენზემა (61), 2:1 ბენზემა (76), 3:1 ბენზემა (78)

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 51 213 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - სპორტინგი 0:0

- ბენზემამ „რეალში“ მე-500 მატჩი დაიწყო სასტარტოში და 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს 2015 წლის შემდეგ ამ ტურნირზე მისი პირველი ჰეთ-თრიკია. ქარიმი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 18 წელიწადში გაიტანა გოლი.
- მესის „რეალის“ კარი 2018 წლის შემდეგ, 9 შეხვედრაში არ დაულაშქრავს და 7 წელია არ გასულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
- მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 33 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- „სიტის“ ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
პოჩეტინო როგორც მენეჯერი ძალიან სუსტია, ნავასმა სამჯერ ლიგა მოიგო რეალთან და დონარუმას ათამაშებს მადრიდში ეს ვინაა ეს ვითომ მწვრთნელი…მერე რა რომ ევროპა მოიგო მერე რააა,გამოუცდელია ნავასთან შედარებით ბევრად ლიგაზე თან მადრიდში…მბაპეს 100% რეალშია ზაფხულში…პოჩეტინო საშუალო კლასის მწვრთნელიც არააა… ლივერპულთან წაგებული ფინალის არ იყოს ლუკას მაურამ პირადად მოაგებინა ნახევარ ფინალში აიაქსთან ტოტენჰემს და ამ ვითომ მწვრთნელმა ფინალში ძირითადში არ დააყენა. ასე ხო გუნდი უმწვრთნელოთაც ითამაშებს რამოსი მაინც ყოფილიყო ასე არ აიბნეოდნენ…მბაპეს გარეშე არფერი გუნდი არაა პსჟ მარტო სახელები…მბაპე ჰაკიმი ვერატი -ამათ გარდა დანარჩენი მარტო სახელებია რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ფაქტია…
აკაკი
03:14 10-03-2022
2
მბაპე ვაფშე აღარ გაფრინდება პარიზში :დდდ
მიშკა
02:12 10-03-2022
3

სიახლეები პოპულარული