This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ჩემპიონთა ლიგაზე ორი დიდებული საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ლონდონში 3:1 გამარჯვების შემდეგ „რეალს“ თითქოს შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა და პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მაგრამ მე-15 წუთზე „ჩელსი“ მაუნტმა დააწინაურა და ინტრიგა დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ „სამეფო გუნდს“ პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს. 51-ე წუთზე რიუდიგერმა დალაშქრა კურტუას კარი. ცოტა ხანში ალონსომაც გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ იქამდე ბურთი ხელზე მოხვდა და გოლი არ ჩაითვალა. საპასუხო იერიშისას ბენზემამ თავით ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე უკვე ვერნერმა დაამწუხრა მადრიდელები. თუმცა მალე როდრიგომ გაიტანა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ძირითადი დრო 1:3 დასრულდა. 96-ე წუთზე ვინისიუსის შესანიშნავი პასით ბენზემამ თავურით უშანსოდ დატოვა მენდი. ბოლოს "ჩელსი" შტურმზე გადავიდა, თუმცა "რეალმა" გაუძლო და ბოლო თორმეტ სეზონში მეათედ ითამაშებს ნახევარფინალში.
ესპანეთში 0:1 დამარცხებულ „ბაიერნს“ საკუთარ მოედანზე რევანშის აღება ესაჭიროებოდა. პირველ ტაიმში „ვილიარეალი“ თავს უნარიანად იცავდა და გოლი არ გაუშვა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლევანდოვსკიმ კარში პირველივე დარტყმით „რეკორდმაისტერი" დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა და „ყვითელი სუბმარინა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 839 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:3 (ძირ. დრო 1:3)
გოლები: 0:1 მაუნტი (15), 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)
მიუნხენი. „ალიანც არენა“. 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (52), 1:1 ჩუკვუეზე (88)
სიტი და ვილირეალი- ლივერპული. ლივერპულის ფინალში გასვლა ეჭვს მაინც და მაინც არ იწვევს. როგორც რეალი გულშემატკივარს მიმაჩნია, რომ ძნელი თამაში იქნება, მაგრამ შემსრულებლების -ბენზემა + ვინისიუსი მაინც რეალი უნდა გავიდეს. ფინალის პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა მაინც რეალი!ყველა იმ გათამაშებაში სადც რეალმა მოქმედი ლიგის ჩემპიონი გამოაგდო ჩემპიონი გახდა.
ისე უსინდისო წილისყრა ქონდა რეალს ჯერ პსჟ + ჩელსი + სიტი და სავარაუდოდ +
ლივერპული.