დღეს, 4 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე მატჩის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. სტუმრად 3:4 მარცხის შემდეგ მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას გამართული შეხვედრა უხვგოლიანი, დაძაბული და მეტად საინტერესო გამოდგა, დღეს კი უფრო მეტად ტაქტიკურ დაპირისპირებას ველით.
"ბლანკოსს" განმეორებით მატჩში ედენ აზარი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა დავიდ ალაბას თამაშიც.
პეპ გვარდიოლას ოფიციალურად არცერთი ფეხბურთელი არ გამოაკლდება. საეჭვოა კაელ უოლკერისა და ჯონ სტონუნსის მოედანზე გამოსვლა.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ორივე საფეხბურთო გრანდი ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 3 შეხვედრა ინგლისელებმა
მოიგეს, 2 მატჩი "სამეფო გუნდის" გამარჯვებით, 2-იც ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, პირველი ფინალისტი იურგენ კლოპის "ლივერპულია".
"რეალისა" და "სიტის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სალაჰმა ფინალში სასურველი მეტოქე დაასახელა
რულის რული მოეკიდა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]