"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტის შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა "რეალთან" მარცხი მის მომავალზე, უპასუხა.
"არა, არ იმოქმედებს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვედით, კი, იმედგაცრუებული ვარ, რადგან მინდოდა ფინალში გვეთამაშა, თუმცა ეს ჩემს წარსულსა და მომავალს არ შეცვლის.
მიზანი, რის გამოც ინგლისში ჩამოვედი, უკვე მირწეულია" - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტი "ქალაქელებს" სათავეში 2016 წლის ივლისში ჩაუდგა, მანამდე კი "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პეპს 7 წელიწადში "სიტისთან" ერთად ლიგა არ მოუგია.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
პეტი: რაც მესი არ ჰყავს, გვარდიოლას 11 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია