ვინ არიან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები - ესპანური გამოცემის ანალიზი

AutoSharing Option
2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს დაიწყება. ევროპული კლუბები გაძლიერებას განაგრძობენ, რათა პრესტიჟულ ტურნირს მზადყოფნაში შეხვდნენ. ესპანური გამოცემა Marca ტურნირის შესახებ სტატიას აქვეყნებს და სავარაუდო ფავორიტებზე საუბრობს.

"ჩემპიონთა ლიგას დააკლდებიან ისეთი გუნდები, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "რომა" და "არსენალი" არიან, თუმცა ტურნირი უდავოდ საინტერესო იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები

ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ფავორიტები კვლავ კატალონიის "ბარსელონა", პსჟ, მიუნხენის "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" იქნებიან. მაგრამ ხსენებული გუნდებიდან პსჟ და "მანჩესტერ სიტი" წარმატების მიღწევას უფრო მოწყურებულნი არიან,
რადგან გასულ სეზონში მძიმე მარცხი განიცადეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტურნირის "მეფე" მადრიდის "რეალი" დაამარცხონ.

მხოლოდ ხუთი ჩემპიონი

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს თაოსნობით "ინტერმა" 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მხოლოდ ხუთმა გუნდმა შეძლო ჩემპიონობა: "ლივერპულმა" (ერთხელ), "ბარსელონამ", "ჩელსიმ" და "ბაიერნმა" (ორჯერ), მადრიდის "რეალმა" (ხუთჯერ). სხვა კლუბები მცდელობას აგრძელებენ. "ტოტენჰემის", მადრიდის "ატლეტიკოს", "მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ის მაგალითიც ცხადყოფს, თუ რამდენად ძნელია ჩემპიონების ლიგაზე წარმატების მიღწევა.

"შეცვლილი და საინტერესო ფორმატი"

ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი გასულ სეზონებთან შედარებით უფრო კონკურენტულია, რადგან გამარჯვებისთვის 32 გუნდი იბრძვის, თუმცა 2024 წელს, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს...

ესპანური გუნდები

წელს ტურნირს ესპანეთის 4 წარმომადგენელი ეყოლება: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "სევილია" და მადრიდის "ატლეტიკო". მართალია, "სევილია" და "ატლეტიკო" ფავორიტებად არ მიიჩნევიან, თუმცა დიეგო სიმეონესა და ჟულიენ ლოპეტეგის გუნდების ჩამოწერა უსამართლობა იქნება. ორივე კლუბი მეტოქეთათვის რთული დასამარცხებელი იქნება.

ფინალი სტამბოლში

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში, "ათათურქის" ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. არენა ლეგენდარულია, არა იმიტომ, რომ თურქეთის ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს, არამედ 2005 წლის ფინალის გამო - სწორედ ამ მოედანზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "ლივერპული" და "მილანი" (3:3), სადაც "სქაუზერებმა" გულშემატკივარს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. თურქეთის უდიდეს ქალაქში ფინალი 2020 წელსაც უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის ქალაქ ლისაბონში" გაიმართა. იგივე განმეორდა მომდევნო წელსაც, ფინალური მატჩი თურქეთის ნაცვლად, ისევ პორტუგალიაში ჩატარდა. მიზეზი კვლავ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია აღმოჩნდა, ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთი "წითელ სიაში" შეიყვანა. საბოლოოდ 2023 წლის 10 ივნისს ფინალი სტამბოლში გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
Forza napoli sempre!
გია პაპა
25 აგვისტო 2022 09:43
0
ასე უცებ ჩამოწერეთ ნაპოლი?
კაპიტან გარდენბურგი
25 აგვისტო 2022 02:57
0
რეალს თასი დარჩა იმიტომ,რომ სუპერლიგის პროექტის ჩავარდნის გამო ვალში იყვნენ მაფიოზა პერესთან!!!ჩვენ რომ გვგონია ეგრე არ არის,გაცილებით სერიოზულად იყო საქმე,ცრუქაქუნა უეფა კი იმუქრებოდა დასჯით,მაგრამ მასე სჯიან მაგენი რუსეთსაც!!!რეალურად მაფიოზა პერესს ჩაახუტეს თასი!ჰოდა ახლა დაიმახსოვრეთ,როცა 1966 წელს მეექვსედ მოიგო რეალმა თასი და მერე კარგა ხანს დააპაუზა,იგივე განმეორდება ახლაც!!! მაშინაც ევროტურნირების გარიჟრაჟზე (მსოფლიო ნაკრები იყო რეალი,მაშინაც!!!) მოხვეტეს თასები,თორემ მერე 70-იანებში რომ გათანაბრდა დონე არც მიაკარეს ჩემპიონთა თასს,იგივე იყო 80-იანებშიც!!!70-იანების მეორე ნახევრიდან რომ აკრიფეს ინგლისურმა გუნდებმა მონოპოლიზება მოახდინეს ჩემპიონთა თასის,ვინც ხდებოდა ჩემპიონი თასსაც იგებდა,ჰოდა მოუწყვეს კიდეც 85-ის ტრაგედია,თორემ იქ რომ ესპანური ან იტალიური გუნდი ყოფილიყო ლივერპულის მაგივრად მთელ ქვეყანას მასე მკაცრად არავინ დასჯიდა!!!გასაგებია რაც მოხდა,მაგრამ უეფას ბრალეულობაც არანაკლები იყო!!!
alex
14 აგვისტო 2022 12:45
2
მილანს? კი მილანიც ფავორიტია... ევროპალიგის
Gghh
09 აგვისტო 2022 13:23
0
და ჩელსი რატომ არ შედის ფავორიტების სიაში. 17 წელია ვბალეშიკობ. რეალს თამაშით დაახიეს ბურთი თავზე, ადრე ბარსელონა იყო ჩელსის ბულკი.
Nika
09 აგვისტო 2022 09:49
6
კი მართალია მარა ჩელსის ბურთი დარჩა რეალს კიდენა თასიი:))
მოსეხონელი
09 აგვისტო 2022 17:49
0
აბა ჩემს მეზობელ ნოდარას რა ჭირს,ბარსელონა ჩემი ფეხების ფავორიტიაო რო გაიძახის)))
sandrex
08 აგვისტო 2022 18:51
0
სწორია ნოდარა
კოტე
09 აგვისტო 2022 07:49
0
ტურნირის დაწყების წინ ფავორიტი ძალიან ბევრია ტრადიციულად, მაგრამ საბოლოოდ თასი ყველამ ვიცით სადაც მიდის
მამუკა
08 აგვისტო 2022 18:44
4
მე მილანსაც დავამატებდი ფავორიტებში.
რრრ
08 აგვისტო 2022 13:10
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული