ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლიმ" სახლში "ლივერპული" 4:1 დაამარცხა, მასპინძელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი დიდებულად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისგან, გარი ლინეკერისგან კომპლიმენტი დაიმსახურა.
"საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი თამაში უქმეებზე "ლაციოს" წინააღმდეგ ვნახე, შესანიშნავი იყო.
კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის სწორად წარმოთქმა", - წერს ლინეკერი "ტვიტერზე".