ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
ეხ პოლიტანო, პოლიტანო.. რა სადებიუტო გოლი გამოგვაცალა ხელიდან. არა უშავს უკეთესებს შეაგდებს ჩვენი სუპერ კვარა!!!
გულანთებული გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2022 01:11
0
Მოროგი დიდებული და შედეგიანი მატჩი ჩაატარა.მარტო გოლი ვერ გაიტანა.
Გაბო
15 სექტემბერი 2022 01:15
1
პრაგმატულ თამაშსს ითხოვს სპალეტი კვრასგან. “კონკრეტიკას”, - როგორც თავად ბრძანა… არადა ვერავინ გაამტყუნებს. გუნდი გამართულად თამაშობს და რაც მთავარია შედეგიანად. გილოცავთ ხვიჩას მორიგ წარმატებულ მატჩსს!
ირაკლი
15 სექტემბერი 2022 01:19
1
ხვიჩამ დღეს პირნათლად შეასრულა სპალეტის დავალება - დაცვიდან რამდენჯერმე ამოიტანა ბურთი.
მის ფლანგზე პასებს ხშირად იმიტომ არ იძლეოდნენ, რომ სხვაგან უფრო იყო თავისუფალი სივრცეები. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა ბრწყინვალე დრიბლინგები, გააზრებული პასები და საპენალტე დარტყმაც!
ჩემი აზრით, ორივე გუნდში საუკეთესო იქნებოდა, რამდენიმე უზუსტო პასი ადრესატამდე რომ მისულიყო...
ბესო შიოშვილი
15 სექტემბერი 2022 01:19
0
Სპალეტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი და ადამიანი ყოფილა,აბსოლუტურად სწორი აქცენტები და მინიშნებები გააკეთა.ეს ჩვენ გვინდა ხვიჩამ ყოველ თამაშში გოლები გაიტანოს,მაგრამ სპალეტი მთლიანად გუნდზეა პასუხისმგებელი,ხვიჩა კარში ურტყავს მაშინ როცა თანაგუნდელი ძალიან კარგ,უკეთეს პოზიციაშია და მან ეს უნდა დაინახოს,ანგისას რა არ შეეძლო კარში დარტყმა?მაგრამ მან ძალიან კარგი პასი გააკეთა უკან.ხვიჩა ამ სიტუაციაში დაარტყავდა,ძალიან ბევრჯერ დაარტყა კარში,მაგრამ ააცილა,ეფექტურობა დაბალი ჰქონდა.ზოგმა შეიძლება თქვას,რომ საჯაროდ მაინც არ უნდა გაეკრიტიკებინა სპალეტისო,მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენჯერ უთხრა ეს სპალეტიმ ხვიჩას ერთი ერთზე,როგორც ჩანს უშედეგოდ.უნდა მიიღო,განსაკუთრებით შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში,უსწორესი გადაწყვეტილება წამის მეასედში,ამას ითხოვს სპალეტი ხვიჩასგან,ხვიჩა კი მხოლოდ კარში დარტყმაზე ფიქრობს.გარდა ამისა,აშკარად ჩანს,რომ ხვიჩა დაცვაში ჩადის მხოლოდ იმიტომ რომ მწვრთნელი თხოვს ამის გაკეთებას,მაგ,პოლიტანოსგან განსხვავებით ,არ დებს ჯიგარს და მისი ეფექტურობა დაცვაში დაბალია,ანუ იმაზე კი არაა ორიენტირებული რომ ბურთი აართვას,უბრალოდ ჩადის მოვალეობის მოხდის მიზნით
Გიო
15 სექტემბერი 2022 10:35
4
საღოლ!!!! ვერ გაგიგებენ მაგრამ მას რა!
სტატე
15 სექტემბერი 2022 11:15
1
თუ ხვიჩა იმას შეასრულებს და დახვეწავს რა მოთხოვნებიც აქვს სპალეტის მის მიმართ ეს ხვიჩასთვის ( და ასევე ჩვენი ნაკრებისთვისაც) ძაან მაგარი იქნება!!!

ნაპოლიში ხვიჩა ყალიბდება ევროპის ერ-ერთ ძლიერ პროფესიონალ ფეხბურთელად!
წარმატებები ხვიჩას!
თემური
15 სექტემბერი 2022 10:37
1
ყოჩაღ ხვიჩას, მშვენივრად ითამაშა. პერსონალურად ედგა მცველი და ხშირად მეორეც ეხმარებოდა მაგრამ მაინც კარგად ითამაშა. საუკეთესო სამეულში დაასახელეს ნაპოლის მხრიდან. ვერ მივხვდი ნაპოლში პენალს წლოვანებით უფროსები არტყავენ? ოსიმენმა გააფუჭა და არც თამაშობდა, ჟელენსკიმ ორჯერ გააფუჭა, თუმცა მეორედაც აღარ უნდა დაერტყა და როგორც მახსოვს ხვიჩამ ამხანაგურში კარგად დაარტყა. მგონი სპალეტიმ მოიხსენია როგორც პენალტის დამრტყმელად. ყველა თავის პენალტს არტყავს ხვიჩას გარდა რატომღაც.
G.LA
15 სექტემბერი 2022 01:23
1
100% სიმართლეს ლაპარაკობს სპალეტი და ამ ყველაფერს ისევ კვარასათვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა .დღეს გუნდურ თამაშს აბსოლიტურად ყველა გუნდი ითხოვს , განურჩევლად ყველასაგან . თუ უნდა კიდევ უფრო დიდი გახდეს , მაშინ დაუჯეროს სპალეტის , ვინ თუ არა იტალიერმა იცის ფეხბურთის ნიუანსები , კიდევ უფრო უნდა განავითაროს საკუთარი ნიჭი. რაც შეეხება პასს არ აძლევენ და მასეთი თემები , ნებისმიერ გუნდში გჭირდება დრო , რომ იმ გუნდის ნაწილად იქცე. ეგ უნდა გაიაროს , გასახდელი ოთახის ადაპტაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია მინდორზე თამაშისა .მთავარია ყურადღება არ მიაქციოს პრესის გადამეტებულ ყურადღებას და მთელი კონცენტრაცია თამაშზე და ვარჯიშზე გააკეთოს.
ATP 16
15 სექტემბერი 2022 09:46
1
არავინ იძახის რომ ცუდად ითამაშა არა! ნორმალურად ითამაშა არც არაფერი გაუფუჭებია, პირიქით პენალტი მოიპოვა. ნერვები იმაზე გვეშლება რომ მეტის გაკეთება შეუძლია და უკეთესმ დგომარეობაში მყოფს პასს არ აძლევენ, თვითონაც სავარაუდოდ დაკომპლექსებულია და სადრიბლინგე და დასარტყმელი პოზიციიდან პასს აკეთებს უკან თან ძალიან ხშირად. გასაგებია სპალეტი როგორ თამაშსაც სთხოვს მაგრამ არ მგონია სპალეტის ეთქვა უარი პენალტის დრტყმაზე რომელიც 100% ეკუთვნოდა საკუთარი მოპოვებული. მეტი სითამამე და ,,სითავხედე,,!!!
რუსთავი
15 სექტემბერი 2022 01:40
7
წინა თამაშში ოსიმენიმ მოიპოვა პენალტი,თვითონვე დაარტყა და გააფუჭა.ვიცთ,რომ ხვიჩაც ურტყამდა პენალტებს,მაგრამ გუნდში არიან შტატიანი პენალტისტები და პენალტი მათ უნდა დაარტყან.ეს ყველაფერი თამაშის წინ არის დათქმული.გააფუჭა ზელინსკიმ,არის მეორე პენალტისტი და მან გადაიბარა.დიდი ანგარიში რომ ყოფილიყო,შეიძლებოდა დაერტყმევინებინა,მაგრამ 1-0 ზე,აღარავინ გაარისკვინებდა.ლივერპულთან,ოსიმენიზე გაუმართლათ,რომ მაინც გაიტანეს გოლები,მაგრამ ყოველ ჯერზე არ გაგიმართლებს.მეტი ნამდვილად შეუძლია,საკმაოდ ბევრი ააცილა კარს,მაგრამ მას მუდმივად ედგა სულ ცოტა,ერთი კაცი და დრიბლიორის ფუნქცია,პოლიტანოს დაეკისრა.მანაც ძალიან ბევრი იმუშავა და მართლაც ძალიან კარგი იყო.ვფიქრობ ამ ორმა ფეხბურთელმა განსაზღვრა მატჩის შედეგი.მატჩის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში,დაიდო ფეხბურთელთა შეფასებები,სადაც კვარას 7,0 ჰქონდა შეფასება და მასზე ნაკლები,ძირითადის მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა.გასაგებია,რომ ხვიჩასგან უკვე ბევრს მოელიან,მაგრამ ბოლოდან მესამე ადგილზე მისი დატოვება,მართლაც დიდი უსამართლობაა.სხვა თუ არაფერი,ანგარიშის გამხსნელი პენალტი,მისი მოპოვებულია და მსაჯი ვალდებული იყო,მასზე დაჯარიმებული მორელოსი,გაეფრთხილებინა და შესაბამისად გაეძევებინა.9 კაცით გუნდის დარჩენა რასაც ნიშნავს,ალბათ ყველასათვის გასაგებია და მსაჯიც ამას მოერიდა.თუმცა ამით კვარას არაფერი არ უნდა დაჰკლებოდა,შეფასებაში.ოსიმენი რომ ჰყოლოდათ,პირველივე ტაიმში დაუმთავრებდნენ საქმეს,რეინჯერსს.სიმეონესთან აშკარად დასალაგებელია, ურთიერთ გაგება.მთელ გუნდს ვგულისხმობ.
სოსო
15 სექტემბერი 2022 10:57
1
რა აქ მიხვდრელი პოლიტანომ გოლი გაიტან არ ჩაუთვალესდა ტყვილად იზეიმა დგაუსწორეს და დაარტყმევინეს სწორადც მოიქცნენ იმსახურებდა პოლიტანოც დრტყმას.პას როგორ არ აძლევენ კაცმა 8 ჯერ დაარტყა კარში.
მოსეხონელი
15 სექტემბერი 2022 08:28
1
მარიო რუი, არ იქცევა კარგად. გამუვალი მდგომარეობის გარდა, შეტევის ფრთას ცვლის. ისე, ბურთს იშორებს და აჩეჩებს, ხვიჩას.
100%
15 სექტემბერი 2022 11:36
2
ჯერ ამბობდნენ მარიო რუი პასს რატომ არ აძლევსო ხვიჩას, ეხლა რატომ აჩეჩებსო. საერთოდ მარიო რუი მოედანზე ბევრ შავ სამუშაოს აკეთებს გუნდისთვის და სულ მოძრაობაშია, ხანდახან საპირისპირო ფლანგზე აღმოჩნდება. გამოუვალ სიტუაციაში ხვიჩაც უკან აბრუნებს ხოლმე მისთვის მიწოდებულ ბურთს. ეს ბუნებრივი ინსტინქტია როდესაც გავიწროებენ. რადგან პასს აძლევენ ხვიჩას ესე იგი თვლიან რომ ძლიერი მოთამაშეა.
mmm
15 სექტემბერი 2022 12:52
3
მაგას ვამბობ, არ აძლევს პასს კარგ მდგომარეობაში, აჩეჩებს მაშინ, სხვა გამოსავალი როცა არა აქვს.
ისევ მაგ აზრზე ვარ. რა არის გაუგებარი?
100%
15 სექტემბერი 2022 23:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული