ხვიჩამ გლაზგოში პენალტი, "ნაპოლიმ" კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ზილენსკის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და არფილდს გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. შემდეგ სიმეონე მაკგრეგორთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას ორი მცველი მეურვეობდა, ორჯერ მაინც გაექცა მოწინააღმდეგეს, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო. ხვიჩას დარტყმული ბურთი შოტლანდიელთა ვეტერანმა გოლკიპერმა მოიგერია. 57-ე წუთზე სიმეონე საჯარიმოში შეიჭრა, სანსმა წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი ზილენსკის მეკარემ
აუღო და პოლიტანომ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ზილენსკიმ თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულა და ისევ ვერ დაჯაბნა მაკგრეგორი. 67-ე წუთზე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხელზე საჯარიმოში ბარიშიჩს მოხვდა და პოლიტანომ სტუმრები პენალტით დააწინაურა. 70-ე წუთზე კვარაცხელიას მორელოსმა მაისურზე მოქაჩა, წააქცია, თუმცა არბიტრმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მერე ქართველი დრიბლინგისას ტავერნიემ საჯარიმოს წინ მოცელა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 82-ე წუთზე მან კუთხიდან სცადა ცხრიანში ბურთის ჩახვევა, თუმცა არ გამოუვიდა. მერე კვლავ განახორციელა დრიბლინგი, კარის წინ გაკეთებული გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ 85-ე წუთზე დალაშქრა გლაზგოელთა კარი და მატჩის ბედიც გადაწყდა. ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ 90-ე წუთზე შეცვალა. მას ჯერ ერთ შეხვედრაში ამდენი ხანი არ უთამაშია. კომპენსირებულ დროში გლაზგოელები ნდომბელემაც დაამწუხრა და ნეაპოლურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და შემდეგ მატჩს ტურნირზე 4 ოქტომბერს ამსტერდამში „აიაქსთან“ გამართავს. იქამდე სერია A-ში, 18 სექტემბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება, 1-ელ ოქტომბერს კი „ტორინოს“ უმასპინძლებს.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ნაპოლი 0:3
გოლები: 1:0 პოლიტანო (67, პენ), 2:0 რასპადორი (85), 3:0 ნდომბელე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ზილენსკი (57)
გაძევება: სანსი (57)

მკითხველის კომენტარები / 49 /
ამ საიტზე კომენტარის გამოქვეყნება რა კრიტერიუმით ხდება? უკვე მერამდენედ მიბლოკავთ :)
Franken
15 სექტემბერი 2022 01:40
1
თქვენი არვიცი მაგრამ კვარასგან უფრო მეტი მინდა, ამხანაგურებში მეტი თავდაჯერება ჰქონდა, მეტი დრიბლინგი. ნამეტანი ბევრ პასს აკეთებს და დრიბლინგზე უარს ამბობს როცა სხვები ყველა ადგილოდან და პოზიდან ურტყქმენ არავინ პასს არ აძლევს, პენალტიც რატომ არ დაარტყმევინეს ვერგავიგე მითუმეტეს რომ სურვილი გამოთქვა, ცოტა სითამამე და ,,სითავხედე,, მართებს, კომპლექსების და შიშის დრო არაა. აგერ ოსიმენი ,,თავხედია,, კონფლიქტებიც მოსდის მწვრნელთანაც კი მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია და სამაგიეროდ პატივისცემას იმსახურებს, კვარამაც უნდა მოიპოვოს ეს პატივისცემა გუნდში და მეტი პასი წავა მისკენ.
რუსთავი
15 სექტემბერი 2022 01:14
11
დაანებეთ ხვიჩას თავი და აცალეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა ტოპლიგაში, ყველა თამაშში გოლი რომ შეაგდოს მასე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.. მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს
papai
15 სექტემბერი 2022 13:32
0
თქვენი არ ვიცი მარა გუშინს მერე ნაპოლი ჩემთვის არა პატივსაცემ კლუბად იქცა ყველამ ვიცით რომ კლუბში ერთი დამრტყმელია ლივერთან გამოჩნდა რო 2 იყო კაი ბატონო როცა ადამიანი პირველად თამაშობს ლიგაზე და პირველი გოლი რა ფსიქოლოგიური მუხტი იქნებოდა 4 პენალტიდან ერთის დარტმის უფლება როგორ არ მიცეს მითუმეტეს თავისი გამომუშავებულის? კარგ ვარიანტში მეოთხე ადამიანი პენალტის დარტყმაში ოსიმენი ზელენსკი პოლიტანო თუ გახსოვთ ლივერთან ოსიმენს რო ვან დაიკმა ფეხი დააბიჯა ტიპს კინაღამ ფეხი მოძვრა და მაინც მე დავარტყამო ზუსტად იმ ტკივილის გამო ვერ გაიტანა ასე კაი ხანია არ გავბრაზებულვარ
ნოდო
15 სექტემბერი 2022 07:04
2
დღევანდელი თამაში ხვიჩას აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება. დღეს მის თამაშს ნერვიულობა ეტყობოდა.
გოჩა
15 სექტემბერი 2022 01:08
78
სპალეტიმ რაც უთხრა, ის გააკეთა. ხანდახან ასეა საჭირო. უფრო უკან იყო, დაცვაში.
ირაკლი
15 სექტემბერი 2022 01:21
0
ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. დაცვასაც მაგრად დაეხმარა. საყრდენ პოზიციაზეც გამორჩეული იყო. მუდმივად ორი მცველი მას მეურვეობდა, რითაც სივრცეს უხსნიდა სხვებს. პენალიც გამოიმუშავა.
ემზარ
15 სექტემბერი 2022 01:24
0
ყველა გამოხმაურება
ისწავლის ნელ-ნელა თანამედროვე ევროპული ფეხბურთის თამაშს. დრო ჭირდება.
აღმოფხვრის იმ ხარვეზებს რაც აქვს.
ეს არის გამძლეობა, სწორი პასი. დაზღვევა და ყველაფერი ის რასაც ქართული ფეხბურთი შორს ჩამორჩა თანამედროვეობას.
las
15 სექტემბერი 2022 08:23
1
Კომენტარებს რატო აქვეყნებთ შერჩევით,არ გაქვთ მაგის უფლება,მაშინ კომენტარის დაწერისას არ დაეწეროს-თქვენი კომენტარი მიღებულია და მალე გამოქვეყნდება,დააწერეთ -თქვენი კომენტარი მიღებულია და ან გამოქვეყნდება ან არა.
გიო
15 სექტემბერი 2022 10:31
0
ისე როგორ ფიქრობთ კვარასთვის კარგია რეალური კონკურენტი რომ არ ჰყავს?

ჩემი აზრით არა...
ჯეკი
15 სექტემბერი 2022 01:16
18
და ვინ გითხრა, რომ კონკურენტი არა ჰყავს? ელმასი წლებია ამ პოზიციაზე თამაშობს ნაპოლიში, უბრალოდ ხვიჩამ ამოაგდო ძირითადიდან. ეგაა, რომ ხვიჩა გაცილებით უფრო ძლიერია.
15 სექტემბერი 2022 10:29
0
მაგას ქვია, ფეხი არ გაანძრევინეს. არ იყო აქტიური. თუ ასე გააგრძელა (რაც იმედია ასე არ იქნება) ადგილს დაკარგავს სასტავში. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა და სხვისი არვიცი.
მორიელი
15 სექტემბერი 2022 08:40
36
შენ თამაში არ გინახია მეგობარო,კარში 8 ჯერ დაარტყა,რა ფეხი არ გაანძრევინეს???!!!
Devkalioni
15 სექტემბერი 2022 10:46
1
არაა ფეხბურთი შენი საქმე სხვა რამეზე წერე კომენტარები
ბექა
15 სექტემბერი 2022 10:29
0
თბილისის და ბათუმის დინამოელები დღეს რა ფეხბურთს თამაშობდნენ?
zurab
15 სექტემბერი 2022 01:13
1
ევროპა ლიგის ნახევარ ფინალს

დოღ ლიგა
15 სექტემბერი 2022 01:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული