კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლიმ" გლაზგოში 3:0 სძლია "რეინჯერსს". სტუმრები ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდი გატყდა. ასე რომ, ქართველმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ბრიტანული სპორტული ანალიტიკური კომპანია Opta იტყობინება, რომ კვარაცხელიამ კარისაკენ 8-ჯერ დაარტყა და ამ მაჩვენებლით მიმდინარე ტურნირის რეკორდი დაამყარა.

ის საუკეთესო იყო მეტოქის საჯარიმოში ბურთის შეხებით (8) და მოგებული ორთაბრძოლებით (16-დან 10), ასევე, სამჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი და სამი ჯარიმა გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯერ სადაა, ჰალანდი უახლოეს ხანში და მბაპე 2 წელიწადში მაინც ან უფრო მცირე ხანში უნდა დასცეს!
ლაშა
18:44 17-09-2022
0
ხვიჩას მე პირადად ერთ-ერთ საუკეთესოდ ვთვლი მსოფლიოში, რადგან იტალიაში უკვე საუკეთესოა. მასში უდიდესი ტალანტია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება. კარგი იქნება, როგორც ტექნიკური ფეხბურთელი, იტალიაში დარჩება ან უკიდურეს შემთხვევაში ესპანეთში წავა!
ლაშა
22:10 16-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული