"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია - დაისჯებიან გლაზგოელები?

AutoSharing Option
"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საშინაო მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია. 

ბრიტანული გუნდების - "ჩელსის", "სიტისა" და "რეინჯერსის" სურვილი იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად მატჩების დაწყების წინ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი დაეკრათ, რაზეც უეფამ უარი განაცხადა. 

მიუხედავად ამისა, წუთიერი დუმილის შემდეგ "რეინჯერსის" სტადიონზე ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შესრულდა, რითიც უეფას წესი დაირღვა.

მოგეხსენებათ, "აიბროქსზე" კვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3:0 იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა უეფა გლაზგოურ კლუბს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
შოტლანდიელების რამდენი თაობა შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ეხლანდელებმა კი, რეფერენდუმის შედეგად, უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე.
მიშა
15 სექტემბერი 2022 12:37
6
მართლა გასაოცარია, რა ენთუზიაზმი მღერიან იმპერიის ჰიმნს შოტლანდიელები. ეგაა ეროვნული ცნობიერების გადაგვარება.
ვაჟა
15 სექტემბერი 2022 16:09
0
პრიმიტიულად აზროვნებთ მეგობარო. :) ,,კინოებს" (ლიტერატურულად - ფილმებს), დიდი ხანია, არ ვუყურებ. მაგდენი დრო არ მაქვს. :)
მიშა Yyy-ს
16 სექტემბერი 2022 08:35
1
ყველა გამოხმაურება
უილიამ უოლასი საფლავში სალტოებს აკეთებს ალბათ :დ
gulshematkivari
15 სექტემბერი 2022 10:56
0
და რობერტ ბრიუსი ბზრიალასავით ტრიალებს ალბათ.
ირაკლი
15 სექტემბერი 2022 15:10
1
რატომ? მშვიდობა და პატივისცემა რომ არის ბრიტანეთში? ომი გინდა? )))
***
15 სექტემბერი 2022 15:21
6
ყველა გამოხმაურება
დიდი ამბავი თუ გლაზგოს დედოფლის საპატივცემულოდ ჰიმნი ააჟღერა. უეფაში იმხელა დარღვევები და კორუფციაა, რომელთაც ბლატერი და პლატინი შეეწირნენ, რომ ჰიმნის შესრულება არაფერია მათთან შედარებით.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:27
8
როგორ დასჯიან ? 0-3 წაგებას ჩაუთვლიან ? PP
zura222
15 სექტემბერი 2022 11:47
2
დიდი ამბავი თუ გლაზგოს დედოფლის საპატივცემულოდ ჰიმნი ააჟღერა. უეფაში იმხელა დარღვევები და კორუფციაა, რომელთაც ბლატერი და პლატინი შეეწირნენ, რომ ჰიმნის შესრულება არაფერია მათთან შედარებით.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 20:44
3
დაარღვიეს და თვალს ვერ დახუჭავენ,მაგრამ გაითვალისწინებენ სიტუაციას და სავარაუდოდ,სიმბოლური სასჯელით შემოიფარგლებიან.სხვანაირად შეუძლებელია.
სოსო
15 სექტემბერი 2022 11:31
0
ეს რა აკრძალვაა?კომუნისტური,ჩეკისტური ორგანიზაციაა უეფა?რა უფლება აქვთ ეროვნული ჰიმნი აკრძალოს?სულ გაუბერეს.დასჯიან და მიუჩენენ თავის ადგილს ბრიტანელები.ინგლისელების წყალობით გადაურჩა უეფა სუპერლიგას და ახლა ჰიმნს კრძალავს?არაადეკვატურობასაც საზღვარი აქვს.
Master
15 სექტემბერი 2022 11:06
19
საკლუბო ჩენპიონატია და არა ქვეყნების პრეცედენტი რო დაუშვან ყველა მასპინძელი იგივეს იზამს
ნოდო
15 სექტემბერი 2022 11:13
0
სლოვანი ბათუმი უეფას მიერ ორგანიზებული ტურნირი იყო და რათქმაუნდა თქვენც დაისჯებოდით,რომ ჩაგერთოთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ევროპის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, კანონის უზენაესობაა.თუ რეგლამენტი ან წედება კრძალავს ეროვნული ჰიმნის დაკვრას, კეთილი ინებოს და ბრიტანეთია თუ გერმანია კანონი დაიცვას, გერმანია რათქმაუნდა პირობითად მოვიყვანე მაგალითად,თორემ გერმანია 100% დაიცავდა აღნიშნულ კანონს. რაც შეეხება მორალურ მხარეს,მე პირადად ნებას დავრთავდი ჰიმნის გაჟღერების.უეფაში რომ ბევრ რამეზე აქვთ სამუშაო და გამოსასწორებელი,ისევე როგორც ქართულ ფეხბურთში ამაზე მემგონი ერთ აზრზე ვიქნებით.
Master-ს
15 სექტემბერი 2022 14:19
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული