"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის გასვლითი მატჩის წინ ნეაპოლში "აიაქსის" გულშემატკივარი დაჭრეს.
ნიდერლანდური NU იტყობინება, რომ გუშინ საღამოს ამსტერდამული გუნდის ქომაგს სასტუმროსთან თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადრე "აიაქსმა" ფანებს თხოვნით მიმართა, ქალაქში კლუბის სიმბოლიკით სიარულისგან თავი შეიკავონ და თამაშზე ბავშვები არ წაიყვანონ.
"ნაპოლისა" და "აიაქსის" მატჩი "დიეგო მარადონაზე" 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.