[PREVIEW] ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "სევილიას" ესტუმრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში დათა ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "სევილიას" ესტუმრება.

4 თამაშის შემდეგ ორივე გუნდს თანაბარი, 2-2 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი სხვაობით კი მე-3 პოზიციას ანდალუსიელები იკავებენ (-7 "სევილიას", -8 "კოპენჰაგენს").

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ხსენებულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება, მასპინძლებს ტანგი ნიანზუ, კარიმ რეკიკი, მარკოს აკუნია, ფერნანდო და ხესუს ხორონა დააკლდებათ.

სკანდინავიური გუნდი მარკო სტამენიჩის, ზეკას, აკინკუნმი ამოს, ნიკოლაი ბოილესენისა და ანდრეას კორნელიუსის გარეშე ითამაშებს.

ესპანურ-დანიური დაპირისპირება მე-2 ტურში უგოლოდ დასრულდა, ასევე გეტყვით იმასაც, რომ დათა იმ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო
იყო და სპორტულ პლატფორმა Sofascore-მაც ქართველს გარჯა დაუფასა და საკუთარი გუნდიდან მე-2 საუკეთესო შედეგი, 7.3 დაუწერა (7.4 იყო ყველაზე მაღალი).

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. თუ სტუმრები სასურველ შედეგს დააფიქსირებენ, მაშინ ევროპა ლიგისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ, რადგან ხოჭოლავას გუნდი დასკვნით, მე-6 ტურში გერმანულ "დორტმუნდს" მიიღებს, ანდალუსიელები კი "მანჩესტერ სიტის" ესტუმრებიან.

სხვა შეხვედრები:

E ჯგუფი

"ზალცბურგი" - "ჩელსი" (თბ. დროით 20:45 სთ)

ზაგრების "დინამო" - "მილანი"

F ჯგუფი

"სელტიკი" - დონეცკის "შახტარი"

"ლაიპციგი" - მადრიდის "რეალი"

G ჯგუფი (ხოჭოლავას ჯგუფი)

"დორტმუნდი" - "მანჩესტერ სიტი"

H ჯგუფი

"პარი სენ ჟერმენი" - ჰაიფის "მაკაბი"

"ბენფიკა" - "იუვენტუსი"

ყველა შეხვედრას, რომელსაც დრო არ უწერია, 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული