რონალდოსთან უკვე ძალიან ახლოს - მესი კრიშტიანოს შედეგს გააუმჯობესებს?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში პსჟ-მა "მაკაბის" უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.

ფრანგული გუნდის მხრიდან დუბლი ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არგენტინელს 129 გოლი მოუგროვდა, რითაც ძალიან მიუახლოვდა კრიშტიანო რონალდოს.

კრიშტიანოს ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა ბადე 140-ჯერ აქვს შერხეული და ის ამ სეზონში რანგით პირველ დიდ ევროპულ ტურნირზე არ ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
იყო მესისტი და ამავე დროს რონალდოს აყენებდე უფრო წინ უკაცრავად, მაგრამ ან სიმართლეს არ ამბობ ან ფეხბურთი არ გესმის. ეს თამაში მათემატიკა არ არის ფორმულები გამოიყვანო, მაგრამ მესი რონალდოზე მაღლა იმიტომ კი არ დგას რომ მისგან განსხვავებით ნახევარი გუნდის მოტყუების შემდეგ ბევრჯერ აქვს გატანილი გოლი, არამედ იმიტომ,რომ უამრავ გატანილ გოლთან ერთად, უამრავი საგოლე გენიალური (უბრალო ჩაწოდებებს არ ვგულისხმობ) გადაცემის, პირველი პასის, შეტევის წამოწყების ავტორია. რონალდოს არ ვაკნინებ, ნამდვილად დიდი ფეხბურთელია და შეტევის გენიალური დამაგვირგვინებელია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით მესის მასშტაბი სხვაა.
ვახო
17:55 28-10-2022
0
რონალდო 11 გოლით უსწრებს და ძალიან მიუახლოვდაო!უამრავი თავდამსხმელი,ქვეყნის ჩემპიონატებში,მთელი სეზონის განმავლობაში ინატრებდა,11 გოლის გატანას.მაინც მგონია,უმაღლესი მიზნებისათვის მებრძოლ კლუბში,რონალდოს გაცილებით დიდი მოტივაცია ექნებოდა და ბევრ გოლსაც გაიტანდა.მას ფული ,უკვე ძალიან ნაკლებად აინტერესებს.მისთვის მთავარი,პირველობაა.მესისტი ვარ,მაგრამ მისითაც აღფრთოვანებული ვარ.მათი მეტოქეობა,კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.ამისი დიდი იმედი მაქვს.მესიც ხომ სრულყოფისა და პირველობისაკენ მიილტვის.
სოსო
18:36 26-10-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული