დიდი აღიარება - ორმა გამოცემამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია Eurosport-მა და 365scores-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: მინოლე, დი ლორენცო, კიმიჰი, კანსელო, ბარელა, ვალვერდე, ბელინგემი, რაფა სილვა, კვარაცხელია, სალაჰი, მბაპე

Eurosport-ის ვერსიით საუკეთესო თერთმეტეული: დიეგო კოსტა, კანსელო, რიუდიგერი, ბასტონი, პავარი, ბელინგემი, ვალვერდე, კვარაცხელია, მესი, სალაჰი, მბაპე

კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 1 პენალტი მოიპოვა.

ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, რაც ჯგუფურ ეტაპზე ლევანდოვსკისა და ვინისიუსის შემდეგ მესამე შედეგია (25-25).

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარიაა ! ასეთი პოპულარული გამოცემების აღიარება პატარა საქმე არაა ! ისე კორეელი კიმიც უნდა შეეყვანათ
zura222
05:09 04-11-2022
0
დავიჯერო დღეს ჰოლანდი არ სჯობია სალაჰს?
დავით 67
02:42 04-11-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული