ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ჩელსი" დაამარცხა - "ბენფიკა" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პირველი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.

"დორტმუნდმა" დაძაბულ ბრძოლაში სახლში "ჩელსის" 1:0 სძლია და ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაწყდება.

"ბენფიკამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ბრიუგეს" და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 8 მარტს გაიმართება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ჩელსი 1:0
გოლი: ადეიემი (63)

ბრიუგე. „იან ბრეიდელი“. 24 136 მაყურებელი
ბრიუგე - ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (51, პენ), 0:2 ნერესი (82)

-
"ჩელსიმ" ზიდიზედ 4 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.
- 100-მილიონევროიანმა შენაძენმა მუდრიკმა "ჩელსიში" ვერც მეოთხე შეხვედრაში ვერ გამოიჩინა თავი და 71-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
100 მილიონს რომ თავი დავანებოთ არაა ცუდი ბიჭი ეგ მუდრიკი - სწრაფია, ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერია. მაგრამ რომ გაიზარდოს კარგი მწვრთნელის ხელში უნდა მოხვდეს.
ხვიჩას ასეთ წარმატებაში სპალეტის როლი დიდია ძალიან, ტაქტიკურად გაზარდა მნიშვნელოვნად, ბურთს აღარ ათრევს საკუთარი მოედნიდან და ა.შ.
Gogi
14:42 16-02-2023
1
რას გადაეკიდეთ ამ მუდრიკს. ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. 100მილიონს რომ ჩააცივდით თქვენი ხელფასიდან გიქვითავენ?. ეგეც რომ არა ომის გამო ფეხბურთში ტყუილად ფულს ვინ გადაყრის? ხვიჩას თუ არ სჯობია, ამიტომ უნდა შეიძულოთ?? ვფიქრობ მოვა ის დროც როცა ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება
დავით 67
13:45 16-02-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული