სპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ნეპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ, რთული მატჩები გვქონდა, მრავალი წყალქვეშა დინებებით, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ ფავორიტი ხარ, ეს შენზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამარჯვებამ  სიხარული მოგვანიჭა, რამეთუ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ბედნიერება შემდეგ რაუნდამდე გრძელდება და ეს ქალაქი მეტ სიხარულს იმსახურებს.

ვინ
არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.

ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".

მკითხველის კომენტარები / 29 /
სპალეტის წუწუნი კარგად აქვს დაცდილი
სვანსკი
18 მარტი 2023 21:50
2
სპალეტიც ხვდება ცხადია რო კაი ვარიანტი იყო წილისყრის, მარა აჟიოტაჟი და ასე გარანტირებულია ფინალი განწყობით განწირულია ნაპოლი, ამიტომ რაღაც პონტში ძლიერი გუნდი ერჩივნოს შეიძლება რო უპირატესობა მათ ქონოდათ, და ობიექტურად ყველა გუნდის დამარცხების რესურსი აქვს ნაპოლის, რა განწყობით და მოტივაციით იქნება გუნდი გააჩნია... ასე რომ სპალეტი 100% იანია ამ განცხადებების თქმის დროს...
რა მაფიაა?
18 მარტი 2023 18:49
0
იმხელა ფსონი დევს სასწორზე მეშინია ჩემპიონატის თამაშში მილანმა შეგნებულად მწყობრიდან არ გამოიყვანონ ოსიმენი ან ხვიჩა.
ღმერთი ჩვენსკენ
18 მარტი 2023 12:36
0
გაუმართლა ნაპოლის? რა თქმა უნდა გაუმართლა - საერთოდ არ უნდა ესმოდეს ფეხბურთი ადამიანს რომ ვერ მიხვდეს ვისთან თამაში სჯობს- მილანითან თუ სიტი, ბაიერნ, რეალთან.
გარანტირებული აქვს რამე მილანთან? არა რა თქმა უნდა და ამაში სპალეტი მართალია. ჩემპიონთა ლიგა სხვა რამეა, საერთოდ სათასო თამაშები საჩემპიონატოსაგან ძალინ განსხვავდება. მილანს კი ნაპოლიზე გაცილებით დიდი ისტორია უმაგრებს ზყრგს.ნაპოლის დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე მას აქვს უპრატესობა და ის უნდა გამოიყენოსრადგან ასეთი შანსი გუნდს კიდევ დიდხანს არ მიეცემა ალბათ.გაისად ყვლა წამყვანი გუნდი გალძლიერდება - ამის მატერიალური საშუალება მათ აქვთ, ნაპოლის მხრიდან მოულოდნელობის ეფექტიც შემცირდება ბუნებრივად და მომავალი სეზონი მისთვის უფრო რთული იქნება, ასე რომ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ

არტ
18 მარტი 2023 11:58
0
სპალეტის არ უყვარს წინასწარ გამარჯვების მოლოდინის აღნიშვნა, ჩემპიონობაზეც მოზომილად ლაპარაკობს არ უნდა რომ დაითარსოს, რაც შეეხება ხვიჩას, ჩვენც ვიყოთ მოზომილები, სულ გოლებს რომ ვითხოვთ, ისიც ზოგჯერ ჩქარობს, თორემ აინტრახტთან ორი გოლი უნდა გაეტანა, პირველად პაუზა იყო საჭირო, მეორედ -ბურთის თავზე გდაგდება (მეკრისთვის), ან ოსიმენისთვის უნდა მიეცა პასი, ზედმეტმა სურვილმა და სიჩქარემ შეუშალა ხელი
პატრიოტი
18 მარტი 2023 11:56
0
რომელ დღევანდელ მილანის ფეხბურთელს ააქვს გამოცდილება 20 წელი გავიდა რაც მილანი ჩ.ლ-ზე წარმატებით გამოდიოდა.თუ კარგ ფორმაში იყვნენ მაგარი კაცური წყვილი ხვიჩა-ოსიმენი მილანს შანსი არა აქვს.
ამაშია საქმე
18 მარტი 2023 11:02
0
სერია ა-ს ცხრილიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პროგნოზის გაკეთება არ არის მთლად მართებული. კი ბატონო, ყველაზე სასურველი მეტოქე შეხვდა შეიძლება, მაგრამ ადვილი თამაშები არ იქნება. პირველი თამაშიც მილანში ბრძოლა იყო და ისე მოიგო ნაპოლიმ და ზოგადად ამ გუნდებს შორის ურთიერთ შეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს იოლი თამაში თითქმის არ არის. ამას ემატება ჩემპიონთა ლიგის წნეხიც. მოკლედ საკმაოდ რთული თამაშები გამოვა ასე მგონია, მარტივად მილანი არაფერს დათმობს.
ზურა
18 მარტი 2023 10:29
0
ვიღაც რეზო წერს ფინალი განაღდებული გვაქვსო.ვიღაც გიზო კვერს უკრავს მილანს სამივე თამაშს მოვუგებთო.ცხოვრებაში ფეხბურთისათვის არ გიყურებიათ? რა განაღდებული?რა უეჭველი? მართლა სექტათ ჩამოყალიბდით თქვე უბედურებო ატყობთ? ხვიჩას კი წარმატებებს ვუსურვებ პირველ რიგში ნაკრებში და შემდეგ ნაპოლიში.
zaza
18 მარტი 2023 09:28
0
ეს ღადაობს ხოო??? ისეთი ბადე შეხვდა უკეთესს რომ ვერ ინატრებდა! ვინ უნდოდა აბა? ბაიერნი, რეალი, თუ სიტი? იდეალური ბადე შეხვდა და მიხედოს ეხლა საქმეს.
მურთო
18 მარტი 2023 00:43
15
ნუ ტირიხარ ლუჩანოო....აბა რეალი და სიტი გინდოდა...ხვიჩაააა ფინალი გარანტირებული გაქვს კარგო კაცო
Rezo
17 მარტი 2023 23:12
17

სიახლეები პოპულარული