"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალი" "ჩელსის", "მილანი" კი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, "სამეფო გუნდის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ფინალში მადრიდელები "მილანს" შეხვდებიან. ამის შესახებ "როსონერის" ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

"იცით, რაშია პრობლემა? სტამბოლში ანჩელოტის გადასაჭრელი საკითხი აქვს (2005 წელს "მილანი", ანჩელოტის ხელმძღვანელობით, ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა). კენჭისყრის დასრულებისთანავე კარლომ დამირეკა და მითხრა: "პაოლო, სტამბოლში შევხვდებით?"

"მილანისთვის" ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წარმატების გვჯეროდეს. მსგავსი რამ უკვე მოხდა. გაზაფხულზე არსებობს შანსი, რომ სეზონი განსაკუთრებული გახდეს.
ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით.

ოცნება გვიყვარს. ოცნების გარეშე ჩემპიონთა ლიგას ამდენჯერ ვერ მოვიგებდით. თვით ამ შემადგენლობაშიც საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ოცნებობენ. როდესაც ვთამაშობდი, მეც მეოცნებე ვიყავი", - ციტირებს ანჩელოტის La Repubblica.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რეალურად მილანი ფავორიტია ნაპოლისთან რეალის მერე მეორე გუნდია მე მიკვირს ვისაც გაუხარდა მილანისნაირი მოწინააღმდეგე ….მაგრამ ჩვენც გვიყვარს ოცნება და იმედია ნაპოლი მოერევა!!!
თემო
17:23 11-04-2023
1
ისე მწვრთნელების სკოლები არსებობს და იქ ხომ არ დაიწყებდით სწავლას აააჯობია მგონი იმიტომ მკითხაობიდ არ გამოვა არაფერი დამიჯერედ ესე ჯობს რა კვარას რაც შეეხება აცალედ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და ვისაც არ გსიამოვნებდ ამ ბიჭის ყურება მოდით რა ნუ დაიღლიდ ლაპარაკიდ თავს
დდდ
02:13 11-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული