პიოლი: "ნაპოლი" ჩვენზე უფროა წნეხის ქვეშ - არ ვიცი, რას მოიმოქმედებს სპალეტი

AutoSharing Option
დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ახლახან "ნაპოლი" 4:0 დაამარცხეთ...
- ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. ეს მატჩი 180 წუთი გაგრძელდება.

სერია A სხვა ისტორიაა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად ვასპარეზობთ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და კონცენტრირებული ვიყოთ. საუკეთესოდ სათამაშოდ გულშემატკივრები შესანიშნავ მუხტს მოგვცემენ.

- "მილანი" "ნაპოლიზე" ნაკლებ ზეწოლას განიცდის?
- "ნაპოლი" უფროა წნეხის ქვეშ. ორივე გუნდი მოტივირებულია, ნახევარფინალში გასვლა ყველას უნ
და. ტურნირზე 8 გუნდი დარჩა და ყველა ძლიერია. "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მე არ დავიწყებ იმის ვარაუდს, რას იზამს სპალეტი ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნისას. არ ვიცი, მისი მოთამაშეები როგორ განლაგდებიან მოედანზე.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგასა და ოცნებებზე ვსაუბრობთ. მშვიდად ვართ, რადგან კარგად მოვემზადეთ. ენთუზიაზმით თამაში გვმართებს. 0:0-დან ვიწყებთ და ორ თანაბარ შეხვედრას და მეტოქისგან რაღაც სხვას ველი.

- "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი სიმეონე არ ეყოლება, ჯაკომო რასპადორი კი სრულად მზად არაა...
- ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებს სპალეტი, იქნებიან აგრესიულები თუ ღრმად დაცვაში, საკუთარ კართან ჩადგებიან. ჩემმა ბიჭებმა სხვადასხვა სიტუაციის წაკითხვა და თავისუფალი ზონების მონახვა უნდა შეძლონ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთის ნაკრების მეკარე მენიო კი ჰყავთ უძლიერესი და ვნახოთ, ამჯერად რას იზავს. ადვილი შესაძლებელია მილანელთა დაცვის უხეშობა გამოიკვეთოს და იტალიელი მსაჯებივით, რიმინელი მსაჯი ნამდვილად მართებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და კალაბრიას ძმაკაცებს სერია ა-ს მსგავსად ბევრი რამ ვერ გაუვათ!
ისე საინტერესოა, გუშინ სულ 2-ანები დაჯდა...
ლაშა
12 აპრილი 2023 11:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული