ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში 3:0 დაამარცხა "ბაიერნი". ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს სჯერა, რომ მის ყოფილ გუნდს შეუძლია სასწაული მოახდინოს და ნახევარფინალში გავიდეს.
"ხანდახან სასწაულები ხდება და რატომ არ უნდა მოხდეს ოთხშაბათს "ალიანც არენაზე"? თუ ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და მწვრთნელს 0:3-ის შემდეგ ქამბექის სჯერათ, მაშინ მეც მჯერა.
როდესაც ვთამაშობდი, ასეთ სიტუაციაში ხშირად ვიყავი, მათ შორის, "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშისას. "ინტერთან" ერთად მიუნხენში 2:0 მოვიგეთ, მილანში კი 1:3 დავმარცხდით და ტურნირს გამოვეთიშეთ.
რა თქმა უნდა, თომას ტუხელის გუნდისთვის ყველაფერი წარმატებულად უნდა
ტუხელს შეუძლია გუნდზე გავლენა მოახდინოს, უპირველეს ყოვლისა, უშუალოდ ხშირი საუბრით. გასაგებია, მას არ შეუძლია სამ კვირაში ყველაფერი ავტომატიზმამდე მიიყვანოს, როგორც ეს გვარდიოლამ მრავალი წლის მანძილზე "სიტიში" გააკეთა. ამას გარდა, მანჩესტერელებს შეძლებისდაგვარად ცუდი დღე უნდა ჰქონდეთ.
ახლა ამის წარმოდგენა ძნელია, ვინაიდან პეპის გუნდი ფორმაშია. მათ ილქაი გიუნდოგანი, კევინ დე ბრუინი, ერლინ ჰოლანი და სხვები ჰყავთ.
ხომ მოახერხა ეს "ბარსელონამ" პსჟ-სთან და "ლივერპულმა" "მილანთან"? ასეთი მრავალი მაგალითია. ეს შეიძლება მაშინაც კი მოხდეს, როდესაც გუნდში მოედანსა და მის გარეთ ყველაფერი წესრიგშია და მარცხს არაფერი არ მოასწავებს", - წერს მათეუსი თავის სვეტში.