"ლეაომ ლოსანოზე წესები დაარღვია, ჩემთვის ეს აშკარად პენალტია" - რა თქვა სპალეტიმ "მილანთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პირველ ნახევარში ირვინ ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდში მისი გუნდი თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

"პირველ რიგში, "მილანს" გამარჯვებას ვულოცავ. ორივე მატჩში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს. ვფიქრობ, გამოცდილება დაგვაკლდა. სანაკრებო შესვენების შემდეგ ზოგიერთი მოთამაშე კლუბში დაღლილი დაბრუნდა. ფაქტია, იქამდე ფიზიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით.

გაშვებული გოლის თავიდან არიდება შეგვეძლო, რადგან ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა საჯარიმოში მათსავით კარგად ვერ ვმოქმედებდით. 

რაც
შეეხება მსაჯს, ვთვლი, რომ პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანს ვიმსახურებდით, ლეაომ ლოსანოს ფეხში ჩაარტყა" - განაცხადა სპალეტიმ.

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

altგაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ "კვარა" თანაგუნდელმა გაამხნევა

altჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ მატჩის ბედიც პირველ თამაშში მსაჯის მიერ დათესილმა შხამმა გადაწყვიტა.გუნდი ანგისას და კიმის გარეშე დატოვა და სწორედ ჯერ ანგისას ნაცვლად დაყენებულმა ნდომბელ;ემ დაკარგა ბურთი,მერე კი,ფეხს არც კი მოუჩქარა და ასე გოლის გატანამდე ძუნძულით მიაცილა ლეაო,დაცვის ცენტრში კი,ვინც უნდა შეჰგებებოდა,კიმი აღარ ჰყავდა ნაპოლის და გოლიც აქედან გავიდა.სიცარიელის ამოვსება ვერ მოხერხდა.სადავო ეპიზოდში ბუთთან მცველის კონტაქტი,ვერც მე შევამჩნიე და აუცილებლად იმსახურებდა დეტალურად შესწავლას.პენალტი მაშინ რომ დანიშნულიყო, უფრო დასვენებული და დაწყნარებული ხვიჩა,სავარაუდოდ ისე დაძაბული არ იქნებოდა,ვიდრე მაშინ,როცა რეალურად დაარტყა და დარტყმის წინ,თვალები,სახე, დაძაბულობისაგან ჰქონდა გაყინული.
არ დავიწყებ იმის მტკიცებას,რომ ნაპოლი აუცილებლად გავიდოდა ,მაგრამ დაძაბულობას რომ დიდწილად მოუხსნიდა ეს შესაძლო გოლი,ნაღდია.მთელ გუნდს ეტყობოდა უდიდესი დაძაბულობა და ისედაც ფიზიკურად ისედაც საუკეთესო კონდიციებისაგან შორს მყოფ გუნდს,კიდევ უფრო ამძიმებდა.სწორედ აქაა საჭირო ის გამოცდილება,რომელიც გრანდებს უხვად აქვთ და ამ სიმძიმეს,შედარებით ადვილად უმკლავდებიან.ნაპოლიში კი,ვერავისზე ვიტყვით,რომ ფრინავდა და ხალისიანად თამაშობდა.არა და პენალტი რომ დანიშნულიყო,ლეაოც აუცილებლად დასასჯელი იყო და სულ ცოტა ყვითელ ბარათს მაინც, აუცილებლად მიიღებდა.გუნდს განაცხადში,მხოლოდ 8 სათადარიგო ფეხბურთელი ეწერა და სკამის სიმოკლეც, ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია,ნაპოლის საგაზაფხულო ჩავარდნისა.სწორედ ეს ქმნის განსხვავებას გრანდებსა და საშუალო კლუბებს შორის.გრანდებს ფინანსები საშუალებას აძლევს იყოლიონ ორი თითქმის თანაბარი ძალის შემადგენლობა და კიდევ რამდენიმე,ან ამავე გუნდში,ან კიდევ იჯარით უშვებს ფორმის შესანარჩუნებლად და განვითარებისათვის, სხვა კლუბებში.
რაც მოხდა, მოხდა.ამას აღარაფერი ეშველება.გუნდმა მიიღო ის გამოცდილება,რაც ლიგის პლეი ოფებში მონაწილეობას მოსდევს და თუ შემადგენლობა შეინაჩუნა და კიდევ 2-3 კარგი ფეხბურთელიც დაიმატა,იქნემ მომავალ წელს,მთელ სეზონზე ეყოს ძალები.იმედი ვიქონიოთ,რომ ეს დარტყმა,გუნდის ერთიანობას კი არ მოშლის,არამედ უფრო გააერთიანებს და სეზონის ბოლოს,ჩემპიონის ტიტულიც სადაო არ გაუხდებათ.ეს მატჩი,სავარაუდოდ ხვიჩასთვისაც მძიმე დარტყმაა,ეს პირადად მისი იმედგაცრუებაცაა და ახლა უნდა გამოაჩინოს,რომ როგორც ნამდვილ პროფესიონალსა და ძლიერ პიროვნებას,შეუძლია კვლავ ფეხზე წამოდგომა,კრიტიკის (დამსახურებული თუ დაუმსახურებელი,სხვა საქმეა) მიღება და კიდევ უფრო ძლიერის დაბრუნება. რუბინში მან ერთხელ უკვე შესძლო ეს,როცა უამრავ ტალახს ღირსეულად გაუძლო და კიდევ უფრო მეტად გაბრწყინდა, ნაპოლიში.სხვათა შორის,მაშინაც ევროთასებზე წარუმატებელ თამაშს მოჰყვა რუბინის და მისი ჩავარდნა.არც რუბინს ჰქონდა გრძელი სკამი და ორ ფრონტზე ბრძოლა,გუნდისათვის გადაულახავი ტვირთი გამოდგა.იმედია დღეს უფრო სწრაფად შესძლებს ამას და მალე კვლავ აღტაცებით ააღრიალებს ჯერ ნეაპოლის სტადიონის ტრიბუნებს,შემდეგ კი ჩვენც,ნაკრებში მისთვის ჩვეული თამაშით და გოლებით.ფაქტია,რომ ნაპოლის სულის მოთქმა,დასვენება სჭირდება,ამის გამო,ტრავმებიც ძალიან მოუმრავლდათ და შესაძლოა სჯობდეს კიდეც,ერთი ორი თამაში,მთლად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშაონ,გადაღლილები დაასვენონ,ფორმიდან ამოვარდნილებს,ფორმის დაბრუნებაში დაეხმარონ და მერე უკვე,გააგრძელონ სრული ძალით ბრძოლა,სკუდეტოსათვის.
სოსო
13:31 19-04-2023
1
ხვიჩამ გარღვევები კი მაგარი გააკეთა მაგრამ მთავარი ხომ გოლია.ისე თავდაჯერებული იყო მეგონა პენალტს ჭკვიანურად დაარტყავდა მაგრამ ზუსტად კოპიო აინტრახტი გაიმეორა. თანაც 15 წუთი რჩებოდა და მილანის გატეხვა შეიძლებოდა.
ჩემი აზრით
13:05 19-04-2023
1

სიახლეები პოპულარული