ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ჰოლანის გამოუყენებელი პენალტი და გოლი - ნახევარფინალისტთა წყვილები გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.

„მანჩესტერ სიტი“ სახლში 3:0 გამარჯვების შემდეგ, სტუმრად დაუზავდა „ბაიერნს“ (1:1) და ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეოთხედ გავიდა 1/2-ფინალში.

პირველ ტაიმში უპამეკანოს გამო „ბაიერნი“ ორჯერ გადარჩა - ჯერ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო წითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, შემდეგ კი გიუნდოგანის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ჰოლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მან კარიერაში 36 თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 3 გააფუჭა. თუმცა 57-ე წუთზე ნორვეგიელი ზომერთან პირისპირ გაიჭრა და „ქალაქელები“ დააწინაურა.
83-ე წუთზე პენალტი უკვე ედერსონის კარში დაინიშნა და კიმიჰმა ანგარიში გაათანაბრა.

„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბენფიკასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში 5:3 გაიმარჯვა და ლისაბონური გუნდის ბარიერი გადალახა. "ნერაძური" 13 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.

ნახევარფინალში „ინტერი“ „მილანს“, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ „რეალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩები 9-10 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 16-17 მაისს.

. გვარდიოლა მწვრთნელის რანგში სარეკორდოდ, მეათედ გავიდა ნახევარფინალში.
. ჰოლანმა ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა (15 გოლი). ის 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია.
. დე ბრუინმა ამ სეზონში 23 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი რეკორდი განაახლა.
. "სიტი" ბოლო 15 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 12 მოგება და 3 ფრე.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლანი (57), 1:1 კიმიჰი (83, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანი (37)

მილანი. „სან სირო“. 75 380 მაყურებელი
ინტერი - ბენფიკა 3:3
გოლები: 1:0 ბარელა, 1:1 ეურსნესი (38), 2:1 მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიუ სილვა (86), 3:3 მუსა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გეთანხმებით, რომ ამ მატჩში ოსიმენზე და მეკარეზე ძლიერი ნამდვილად არ ყოფილა კვარაცხელია, მაგრამ თქვენი შეფასება, ჩემი აზრით, მაინც ზედმეტად კრიტიკულია -"კვარამ კი ამ გაფუჭებული პენალტით გუნდი ფაქტიურა ჩაძირა,დაუკარგა ბოლო გაბრძოლების შანსი და ფაქტობრივად ჩატოვა მე-4 ფინალში" და ა.შ. ბიჭი ისედაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. ბოლო-ბოლო ასეთი კრიტიკა იტალიელებისგან არ გაჟღერებულა, პირიქით, მისაბაძი იყო გუნდის მწვრთნელისა და კაპიტნის ხვიჩასადმი ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები და კომენტარები.
გიორგი
20 აპრილი 2023 17:40
0
კვარას ჰეიტერებს შევხსენრბ რომ რაკყვთან მგონი პენალტი ვერ გაიტანა. მაგრამ ამის მერე ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა. ახლაც იგივე მოხდება
ხვიჩა უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება
ვანჩოპე
20 აპრილი 2023 16:20
0
მართლაც და გასაკვირია,როდესაც ჰალანდისა და ჟირუს გაფუჭებულ პელნებსა და კვარას გამაზულზე ტოლობის დასმას ცდილობთ-ჯერ ერთი, მათი გაფუჭებული არც ერთი იყო გადამწყვეტი.მეორე, შემდეგში მათ ორივემ შეძლეს თამაშიდან გადამწყვეტი გოლის გატანა.მესამე და მთავარი მათი გუნდები შემდეგ წრეში გავიდნენ. კვარამ კი ამ გაფუჭებული პენალტით გუნდი ფაქტიურა ჩაძირა,დაუკარგა ბოლო გაბრძოლების შანსი და ფაქტობრივად ჩატოვა მე-4 ფინალში. შეფასებას რაც შეეხება: N რაოდენობის სპორტული პორტალებია ყველას თავის შეფასების კრიტერიუმები აქვს, მარტო სოფასკორი შეფასებებს რომ ატრიალებთ სხვებიც ნახეთ, სადაც 4. 4,5. 5.0 რომ აქვს.ან როგორ იყო ოსიმენაზე უკვეთესი- თავდამსხმელია და გოლი შეაგდო ან კიდევ მეკარეზე. ნაპოლის კარში გატანილი გოლიც გაიხსენეთ-კვარას მიერ გაკეთებული პასი ჩაჭრა იმ პორტუგალიელმა და ......თუ ხვიჩას მიერ გაფუჭებული პენალტისა და უსუსური ერთფეროვანი თამაშის გაპრავება გვინდა აქ საქართველოში, გამოუცდელობას და ასაკს მაინც მივაწვეთ....მაგრამ ესეც არ გამოვა ჰალანდიც 22 წლისაა,როდრიგოც და ვინისიუსიც......ბოლოს.. სუპერვასკვლაობასა და ოქროს ბურთზე პრეტენზია რომ გაქვს, დღემანდელ მილანს კი უნდა შეუგდო ერთი გოლი მაინც 6 ტაიმის განმავლობაში.
ასეაა!!!!
20 აპრილი 2023 10:39
13
ჟირუმ ნაპოლისთან გოლი გაიტანა, მაგრამ პენალტი გააფუჭა,
Sofascore-ზე შეფასება: 6.5!
პაალანდმა ბაიერთან გოლი გაიტანა, პენალტი გააფუჭა,
Sofascore-ზე შეფასება: 6.4!
(ისე მაგათმა არ გვიწყინოს და რა კარგ დროს გაუფუჭებიათ პენალტი ორივეს!)
ეხლა არ იყოს ლაპარაკი მათი ორივე გუნდი შემდეგ წრეზე გავიდაო...
ლეაოს ნაპოლისთან საგოლე გადაცემა ჰქონდა, Sofascore-ზე შეფასება: 7.5!
კვარამ მილანთან პენალტი გააფუჭა, Sofascore-ზე შეფასება: 7.6!!!
ხო, გოლი ვერ გაიტანა, ხდება რა, მაგრამ ამ თამაშში მის მიერ შექმნილ საგოლე გადაცემებს და მის მომენტებს ვინც ნახავს ყველა იტყვის (თუ ბოღმიანი ან ქართველთ მოძულე არაა!) კვარა მართლა მაგარიაო...
ხვიჩას პენალტი რომ გაეტანა შემდეგ მილანს ვითომ მოუგებდა რო?და შემდეგ რა, ლიგას მოიგებდა?
მე ვფიქრობ ამ თამაშის შემდეგ მის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იქნება (როგორ კაცურად გაამხნევეს, როგორც ნაპოლის ასევე მილანის ფეხბურთელებმა! - მადლობა მათ).
ხვიჩასთვის, მისი მომავლისთვის იქნებ ასეც სჯობდა, პენალტი რომ ვერ გაიტანა!
ხვიჩა, წარმატებები!
თემური
20 აპრილი 2023 08:41
2
გუშინ ჟირუმ, დღეს კიდე ჰალანდმა გააფუჭა პენალტი. (მართალია მათი გუნდები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ კვარასგან განსხვავებით) ასე რომ პენალტის ვერ გატანის გამო, არ შეიძლება ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანო.
თომა
20 აპრილი 2023 03:24
0
რაც მარადონას აცილებული აქვს. ერთხელ ნაპოლი გამოვარდა ევრონურნირიდან. ბოლო პენალტი ააცილა საფრანგეთში თუ არ ვცდები ტულუზასთან
ირაკლი ქუთაისელი
20 აპრილი 2023 06:17
0
ჰაა აბა დაწერეთ ეხლა: ,, სიტი რეალს გადაუვლის და ფინალში გავა''. მერე იქაც გადაუვლის მეტოქეს და ლიგას დადებს
მურთო
20 აპრილი 2023 03:04
2
არ უწერია პეპს ლიგის მოგება
მამუკა
20 აპრილი 2023 02:49
7
არ ყოფილა ჰოლანი მანსიტის დონის, პენალტი გაუფუჭებია.
nika
20 აპრილი 2023 02:12
0

სიახლეები პოპულარული